პრინციპში, როდესაც ანგარიში 3:0-ია, იქ ისედაც ცხადია, რომ ერთმა გუნდმა მეორე აშკარად დაჯაბნა. სტუმრებმა ორი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს და სწორედ იქ გადაწყვიტეს თამაშის ბედი. ორივეჯერ ვეტერანი მარკო დი ვაიო გამოირჩა, ჯერ შესანიშნავი კომბინაცია დააგვირგვინა უზუსტესი დარტყმით, შემდეგ კი ანდრეა რანოკიას შეცდომით ისარგებლა, კიპერთან პირისპირ
ზოგადად, მილანური გუნდისთვის უცხო არაა მსგავსი შეხვედრების შემოტრიალება და ამის არაერთი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, მაგრამ არა ამ ფორმაციის "ინტერისთვის"... მეორე ნახევარში მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა, მაგრამ თამაშის საერთო სურათი მაინც არ შეცვლილა - შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე კი რობერტ აკვაფრესკამ მილანური გუნდის მთელი დაცვითი ხაზი მოატყუა და უზუსტესი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0:3.
მატჩის შემდეგ, კლაუდიო რანიერიმ პირველი ის განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს:
"არსად არ მივდივარ, გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული და ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი კრიზისიდან. ვიცოდი, რომ "ბოლონიასთან" თამაში რთული იქნებოდა, მაგრამ თუ ასე ძალიან გაგვიჭირდებოდა, არ მეგონა. ერთ წუთში ორი გოლი გავუშვით, არადა, იქამდე შესანიშნავი შანსი გვქონდა წინ გავსულიყავით. რთული დროება გვიდგას, ეს ფაქტია, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებთ და მჯერა, რომ შავი პერიოდი მალე დასრულდება".
პრესასთან კომენტარი ხავიერ ძანეტიმაც გააკეთა, პრეზიდენტს და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და დასძინა, მომავალს ოპტიმისტურად უნდა შევხედოთო. "ინტერის" ქომაგები კი უკვე აქტიურად ითხოვენ რანიერის გათავისუფლებას, ამ მოთხოვნით კლუბის ოფისს რამდენიმე ასეულმა ტიფოზმაც კი მიაკითხა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
როგორ ჩანს, "ნაპოლიმ" დაძლია კრიზისი და თუ ასე გააგრძელა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას არა თუ დაუბრუნდება, შესაძლოა ამ ბრძოლაში ფავორიტიც კი გახდეს. ნეაპოლელები ფლორენციას ესტუმრნენ და "ბოლონიას" მსგავსად, მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ვალტერ მაძარის შეგირდები მთელი 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ ვითარებას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს მიმდინარე სეზონში. ამასთან, შესანიშნავი განწყობა შეიქმნეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, "ჩელსისთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ.
ორი გოლი ედინსონ კავანის ანგარიშზეა, ერთი კი ესეკილ ლავეცის - ეს უკანაკნელი უდავოდ საუკეთესო გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში და მატჩის მიწურულს გატანილ გოლს ნამდვილად იმსახურებდა.
ნამატჩევს, მაძარიმ შეგირდები შეაქო:
"უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და კვლავაც ვიბრძვით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო შეგირდებს, რომლებმაც მთელი კონცენტრაცია ამ თამაშზე მოახდინეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. პრაქტიკულად უშეცდომოდ ვითამაშეთ და თუ ტემპი არ დავაგდეთ, "ჩელსისთანაც" დადებით შედეგს მივაღწევთ. რა იქნება დადებითი შედეგი? - გამარჯვება".
იუვე: 3 ქულა, მაგრამ გაჭირვებით
"იუვენტუსმა" მოიგო, დიდი გაჭირვებით, მაგრამ სამი ქულა, სამი ქულაა... არადა, ტურინული თამაში "კატანიას" მოულოდნელი გოლით დაიწყო - ბარიენტოსმა გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი და სიცილიური გუნდი წინ გაიყვანა.
ამის შემდეგ, უპირატესობას "ვეკია სენიორა" დაეუფლა და ტაიმის შუაწელს ანგარიში გათანაბრდა - გოლი მთლიანად ანდრეა პირლოს დამსახურებაა, რომელმაც შესანიშნავი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, 1:1. ტაიმი ასეც დასრულდა, მეორე ნახევარში კი ტურინელები კიდევ უფრო დაიგეშნენ მეტოქის კარზე. შეტევას შეტევა მოსდევდა, თუმცა სიცილიელები კარგად იცავდნენ თავს და პერიოდულად, კონტრიერიშებზეც აწუხებდნენ მეტოქეს...
ტურინელები ანერვიულდნენ, თამაშმა ცოტა ქაოსური ხასიათი მიიღო და აი აქ, მასპინძლებს ძალიან გაუმართლათ - სიცილიელმა მარკო მოტამ სრულიად უწყინარ სიტუაიაში მოწინააღმდეგეს ვარდნა გაუკეთა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "კატანია" კაცნაკლული დატოვა.
ერთი ხანობა, სტუმრები ათი ფეხბურთელითაც უძალიანდებოდნენ მეტოქეს, გატანაც კი შეეძლოთ, თუმცა ბოლო თხუთმეტი წუთი ვეღარ გაუძლეს და ორი უპასუხო გოლი გაუშვეს... ჯერ ჯორჯო კიელინიმ გაიტანა თავური დარტყმით, შემდეგ ფაბიო კვალიარელამაც გამოიჩინა თავი და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დაფიქსირდა, 3:1.
მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე, ისევე როგორც მთელი მატჩის განმავლობაში, ანტონიო კონტე ემოციებს ვერ მალავდა - "იუვენტუსის" თავკაცის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში მიმდინარე სეზონში, რომელიც მისმა შეგირდებმა თავდადებული ბრძოლის ხარჯზე მოიპოვეს. "იუვე" ჯერ კიდევ დაუმარცხებელია...
ბრწყინვალე მილანი
"მილანი" "ჩეზენას" დიდი დანაკლისით ესტუმრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, განსაკუთრენული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა.
"როსონერის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა სალი მუნტარიმ და გახსნა კიდეც ანგარიში - შემდეგ, ურბი ემანუელსონმა დაარტყა შორი მანძილიდან და მილანელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა; მესამე გოლი რობინიოს ანგარიშზეა, კიპერთან პირისპირ დარჩა და ბურთი შორეულ კუთხეში მოათავსა.
ერთადერთი, რაც მასპინძლებმა მოახერხეს, პრესტიჟის გოლის გატანა გახლდათ და საბოლოოდ, 3:1 "როსონერის" სასარგებლოდ. "მილანი" კვლავაც ლიდერია, თუმცა ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, ვიდრე "იუვენტუსს".
იტალია. სერია A. XXIV ტური
ინტერი-ბოლონია 0:3
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო - ფარაონი (69. კასტაინოსი), კამბიასო, ძანეტი, სნეიდერი - ფორლანი (62. პოლი), პაცინი.
ბოლონია (4-4-2): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, ანტონსონი, გარიჩი - მორლეო, მუდინგაი, პერესი, დიამანტი (58. ტაიდერი) - რამირესი (70. კონე), დი ვაიო (76. აკვაფრესკა).
გოლები: 0:1 დი ვაიო (37), 0:2 დი ვაიო (38), 0:3 აკვაფრესკა (85).
გაფრთხილება: სნეიდერი - დიამანტი.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 11(5)-6(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 55 000
ფიორენტინა-ნაპოლი 0:3
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ნატალი, გამბერინი, ნასტასიჩი - კასანი, ბეჰრამი (46. სალიფუ), მონტოლივო, ვარგასი (75. ჩერჩი), ოლივერა (64. მარკიონი) - იოვეტიჩი, ამაური.
ნაპოლი (3-4-2-1): როზატი - ბრიტოსი, კანავარო, კამპანიარო (11. გრავა) - მაჯო, ინლერი, ჯემაილი, დოსენა - ლავეცი, ჰამშიკი (70. გარგანო) - კავანი (74. პანდევი).
გოლები: 0:1 კავანი (3), 0:2 კავანი (55), 0:3 ლავეცი (90).
გაფრთხილება: ოლივერა, ამაური - ბრიტოსი, ჰამშიკი.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10(2)-12(5); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 24 000
იუვენტუსი-კატანია 3:1 (იხილეთ ვიდეო)
იუვენტუსი (3-5-3): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - პადოინი (61. პეპე), მარკიზიო, პირლო, ვიდალი, დე ჩელიე (68. ვუჩინიჩი) - ბორიელო (76. ლიხტშტაინერი), კვალიარელა.
კატანია (4-3-3): კოზიცკი - მოტა, ლეგროტალიე, ბელუში, მარკეზე - ისკო, ლოდი (60. სპოლი), ალმირონი - გომესი (71. სეიმური), ბერგესიო, ბარიენტოსი (50. ბიაჯანტი).
გოლები: 0:1 ბარიენტოსი (4), 1:1 პირლო (22), 2:1 კიელინი (74), 3:1 კვალიარელა (81).
გაფრთხილება: მარკიზიო, ვუჩინიჩი - ლეგროტალიე, ალმირონი.
გაძევება: მოტა (65. კატანია).
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 21(11)-7(6); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 35 000
ლეჩე-სიენა 4:1
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ოდო, ესპოზიტო (12. დი მატეო), კაროციერი - კუადრადო, ჯაკომაცი, ობოდო (59. ბერტოლაჩი), ბლაზი, ბრივიო - მურიელი (90. დელვეკიო), დი მიკელე.
სიენა (3-5-2): პეგოლო - კონტინი, ტერცი, როსეტინი (71. ჯორჯი) - დელ გროსო, ანჯელო, პარავიჩინი (52. გაცი), ვერგასოლა, ბრიენცა - კალაიო, რეჯინალდო (58. დესტრო).
გოლები: 0:1 დელ გროსო (25), 1:1 მურიელი (32), 2:1 დი მიკელე (68-პენ.), 3:1 კუადრადო (82), 4:1 ბრივიო (90).
გაფრთხილება: კაროციერი, კუადრადო, ობოდო - ტერცი, როსეტინი, ვერგასოლა, დელ გროსო, რეჯინალდო.
გაძევება: ბლაზი (90. ლეჩე).
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 21-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 10(6)-4(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 7 000
რომა-პარმა 1:0
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, ჟუანი, ჰაინცე, როზი - გაგო, დე როსი, პიანიჩი (80. მარკუნიო) - ტოტი, ოსვალდო (71. ლამელა), ბორინი (87. ბოიანი).
პარმა (3-4-3): მირანტე - ძაკარდო, ფერარიო, ლუკარელი - მარიგა, ჯონათანი (78. ბიაბიანი), მორონე (70. ვალდესი), გობი, მუსაჩი - ჯოვინკო, პალადინო (46. ოკაკა).
გოლი: 1:0 ბორინი (26).
გაფრთხილება: ტოტი - ფერარიო, ლუკარელი, მუსაჩი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 25-13; თამაშგარე: 7-7; კარში დარტყმა: 14(8)-4(3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 40 000
ჩეზენა-მილანი 1:3
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - როსი, ბენალოუანე, როდრიგესი, კომოტო - სანტანა (82. მარტინესი), კოლუჩი (71. გუანა), პაროლო, პუდილი - მუტუ, იაკვინტა.
მილანი (4-4-2): აბიატი - აბატე, ბონერა, ტიაგო სილვა, მესბა - ემანუელსონი, მუნტარი, ნოჩერინო, ამბროზინი (51. ვან ბომელი) - რობინიო (72. ელ შაარავი), მაქსი ლოპესი (90. ინძაგი).
გოლები: 0:1 მუნტარი (29), 0:2 ემანუელსონი (31), 0:3 რობინიო (55), 1:3 პუდილი (65).
გაფრთხილება: ბენალოუანე, კოლუჩი, მუტუ - მუნტარი.
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9(3)-16(7); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 18 000
ჯენოა-კიევო 0:1
ჯენოა (3-5-3): ფრეი - გრანკვისტი, როსი, კალაძე - ველოზო (64. ზე ედაუარდო), ბიონდინი, კუჩკა (76. ბელუსკი), იანკოვიჩი კონსტანტი - პალასიო, სკული (80. ხორკერა).
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, აჩერბი, ანდრეოლი, დრამე - ბრედლი, რიგონი, ლუჩანო (76. ვაჩეკი) - კრუსადო (77. ფრეი) - პელისიერი, თერეუ (81. პალოსკი).
გოლი: 0:1 თერეუ (30).
გაფრთხილება: კალაძე, ბიონდინი, სკული - ანდრეოლი, დრამე, ბრედლი, რიგონი, თერეუ.
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 12(4)-8(6); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 20 000
ნოვარა-ატალანტა 0:0
ნოვარა (3-5-2): უიკანი - ჯემიტი, ლიზუძო, ჩენტურიონი - გარსია, გაბრიელ სილვა (69. კოუბრონე), მასკარა, პეშე, რიგონი - ჯედა (56. მაძარანი), კარაჩოლო (76. რუბინო).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი, ლუკინი, სტენდარდო, პელუზო - ბრიგი, ჩიგარინი (90. კაცოლა), სკელოტო, მორალესი (80. ბონავენტურა) - მარილუნგო (73. კაროცა) - დენისი.
გაძევება: პეშე (90. ნოვარა).
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11(4)-12(5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 11 000
პალერმო-ლაციო 5:1
პალერმო (4-3-2-1): ვივიანო - პიზანო, სილვესტრი, მანტოვანი, ბალცარეტი - მილიაჩო, ბარეტო (71. ბერტოლო), დონატი - ილიჩიჩი - მიკოლი (77. დელა როკი), ბუდანი (62. ვასკესი).
ლაციო (3-5-2): მარკეტი - ძაური, ლედესმა, დიასი - გონსალესი, ლულიჩი, ერნანესი (76. სკალონი), კანდრევა, მათუზალემი - ალფარო (65. მაური), კლოზე (46. კოზაკი).
გოლები: 1:0 ბარეტო (9), 2:0 დონატი (19), 3:0 სილვესტრი (41), 4:0 ბუდანი (46), 5:0 მიკოლი (50), 5:1 კოზაკი (84).
გაფრთხილება: მათუზალემი, კანდრევა (ლაციო).
გაძევება: დიასი (72. ლაციო).
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 11(8)-10(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 24 000
უდინეზე-კალიარი 0:0
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, პაციენცა, აბდი, ფერნანდესი, არმერო - ტორიე (68. ბარეტო) - ფლორო ფლორესი.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ეკდალი (52. იბარბო), დესენა, ნაინგოლანი - კოსუ (59. არიაუდო) - რიბეირო (76. ჩეპელინი), პინილია.
გაფრთხილება: ბენეტია, დომიცი - არიაუდო, ჩეპელინი.
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 11(3)-5(2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 14 000
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 24 15 5 4 48-21 50
2. იუვენტუსი 23 13 10 0 36-14 49
3. უდინეზე 24 12 6 6 34-22 42
4. ლაციო 24 12 6 6 38-29 42
5. რომა 24 11 5 8 37-27 38
6. ნაპოლი 24 9 10 5 41-24 37
7. ინტერი 24 11 3 10 34-33 36
8. პალერმო 24 10 4 10 38-35 34
9. კალიარი 24 7 10 7 22-23 31
10. კიევო 23 7 6 10 18-29 30
11. ჯენოა 24 9 3 12 31-46 30
12. ფიორენტინა 22 7 7 8 23-22 28
13. პარმა 23 7 7 9 27-35 28
14. ატალანტა 24 8 10 6 26-27 28
15. კატანია 22 6 9 7 28-32 27
16. ბოლონია 22 6 7 9 21-26 25
17. სიენა 23 5 8 10 23-26 23
18. ლეჩე 24 5 6 13 26-39 21
19. ნოვარა 23 3 8 12 19-40 17
20. ჩეზენა 23 4 4 15 16-37 16
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
17 - დი ნატალე (უდინეზე); 15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), კავანი (ნაპოლი); 12 - დენისი (ატალანტა), კლოზე (ლაციო), მილიტო (ინტერი), პალასიო (ჯენოა), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
გადადებული მატჩები
21 თებერვალი: ბოლონია-ფიორენტინა; 22 თებერვალი: სიენა-კატანია.
მომდევნო ტური
25 თებერვალი: ჯენოა-პარმა, მილანი-იუვენტუსი; 26 თებერვალი: კიევო-ჩეზენა, კალიარი-ლეჩე, კატანია-ნოვარა, სიენა-პალერმო, ატალანტა-რომა, ლაციო-ფიორენტინა, ნაპოლი-ინტერი, ბოლონია-უდინეზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"