ანტონიო კონტე: არ აქვს მნიშვნელობა, ითამაშებს თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "კატანიასთან" (3:1) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კრისტიან ბრიგის მსაჯობით კმაყოფილია და "მილანთან" მომავალი მატჩი ახსენა.

"ამ მატჩსი მსაჯობა იდეალური იყო. მსაჯთა ბრიგადაზე მხოლოდ საქებარი სიტყვების თქმა შემიძლია.

რაც შეეხება "მილანთან" მატჩს, ჩვენ საკუთარი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ. დარწმუნებული ვარ, "მილანიც" იმავეს გააკეთებს. და არ აქვს მნიშვნელობა, ითამაშებს თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი", - განაცხადა კონტემ.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული