ჯენარო გატუზო: "მილანში" უხელფასოდაც ვითამაშებ

AutoSharing Option
ჯენარო გატუზოს რომ მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ძველი ამბავია... ამის გამო, რინო კარგა ხანია, რაც აქტიურ სპორტს ჩამოშორებულია, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი მალე დაუბრუნდება საწვრთნელ პროცესს. ამის შესახებ თავად განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში:

"თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე მაგალითად ერთი თვის წინ და მოედანზე დასაბრუნებლად დიდი ენთუზიაზმით ვემზადები. ერთ კვირაში წვრთნებს დავუბრუნდები და დიდი იმედი მაქვს, რომ ფორმასაც მალე აღვიდგენ.

გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებ, რაც სრული სისულელეა - რამდენიმე წელი კიდევ ვაპირებ თამაშს და იმედი
მაქვს, რომ ამ წლებსაც "მილანში" გავატარებ. აქ ფულში არაა საქმე, უბრალოდ თამაში მწყურია - ამის დასამტკიცებლად, მზად ვარ, "როსონერიში" უხელფასოდ ვითამაშო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული