შესაბამისად, იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად განიხილება თუ ვინ შეიძლება დაიკავოს რეიას ადგილი.
ჯერ მარჩელო ლიპის გვარმა გაიჟღერა, თუმცა მაესტრომ მალევე გააკეთა კომენტარი და მისი რომაულ გუნდში დანიშვნა კატეგორიულად უარყო. შემდეგ, პაოლო დი კანიოს კანდიდატურა გახდა აქტუალური, რომელიც დღეს ინგლისურ "სუინდონს" უდგას სათავეში. 24 თებერვალს კი ახალი ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც "ლაციოს" ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, კარლოს
დუნგა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უმუშევარია და უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს რომელიმე ევროპული გუნდი ჩაიბაროს. აქამდე, მის მიმართ მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპული გუნდები იჩენდნენ ინტერესს და ბრაზილიელი უარზე იდგა, აი "ლაციოს" ვარიანტი კი შესაძლოა მისთვის ძალიან საინტერესო იყოს.
ჯერჯერობით, დუნგასთან დაკავშირება იტალიელმა ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს და ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"