ანტონიო კონტე: "მილანი" შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ იღბალი ტურინის "იუვენტუსის" მხარეს იყო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "მილანთან" (1:1) მატჩის შემდეგ მეტოქეს კუთვნილი მიუზღო.

"პირველ რიგში "მილანის" თამაში" უნდა აღვნიშნოთ, რომელიც უმაღლეს დონეზე მოქმედებდა. ისინი ჩვენივე იარაღს ჩვენსავე წინააღმდეგ წარმატებით იყენებდნენ. ის, რომ ყველაფერი არ გამოგვივიდა, პირველ რიგში მეტოქის დამსახურებაა. ასეთი ტემპის აყოლა რთული იყო, მაგრამ შეცვლები წაგვადგა და ანგარიში გავათანაბრეთ.

მოდით, ახლა სკუდეტოზე ნუ ვისაუბრებთ. ყველა, ვინც ეს თამაში ნახა, მიხვდებოდა, რომ "მილანი" შესანიშნავად გამოიყურებოდა, იღბალი კი "იუვენტუსის" მხარეს იყო. წინ გრძელი გზაა და "მილანმა" დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეა,
მიუხედავად საკადრო პრობლემებისა", - განაცხადა კონტემ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
კონტემ კიდევ რაღაც განაცხადა - ის რომ მატრის წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს და კიდევ რამდენმა კომენტატორმაც შესვენებაზე გამეორებას უყურა ყველამ განაცხადა რომ ანტონინიმ თავის საჯარიმოში ლიხშტაინერს ხელი სახეში ჩაარტყა(ამის გამო კამათობდნენ გასახდელში გასვლისას) ხოლო მექსესმა რომ ბორიელოს ბუცელში მუშტი უთავაზა ეს ყველამ ნახა,თანაც ისე უთავაზა, უბრალოდ იდგნენ,არასათამაშო ეპიზოდი იყო.გოლი იუვენტუსის კარში ნამდვილად გავიდა, მაგრამ მილანის კარშიც გავიდა მატრის გოლი და არც ის ჩათვალეს, ვიდალი გასაგდები იყო, მარა ამოუვიდათ ყელში, ანტონინიც და მექსესიც გასაგდები იყვნენ და პენალტი იყო დასანიშნი საჯარიმოში მეტოქისთვის ხელის გარტყმის გამო.გალიანიმ შესვენებაზე მსაჯზე ზეწოლა მოახდინა,მივარდა და გალანძღა არჩათვლილი გოლის გამო,არც იუვენტუსის წარმოამდგენელთათვის დაუკლია რამე,ამის გამო კონტემ მაფიოზი უწოდა და მართალიც არის!განა გალიანიმ არ იცოდა რომ მისი გუნდის ფეხბურთელები მეტოქეს ურტყამდნენ ხოლმე და გასაგდები რომ იყვნენ,ვან ბომელიც არ იყოდასატოვებელი მინდორზე,უბრალოდ გამოცდილია და კარგად ასრულებდა სათამაშო ეპიროზებში ყველა ჩარტყმას
gizo
13:13 26-02-2012
0
ის ეპიზოდი დადე ანტონინიმ რომ სახეში მოსდო, მაინტერესებს, არ მინახიაა...და არა მგონია კონტეს იმდენი გაებედა რომ მაფიოზი ეწოდებინა
dat0
18:06 26-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული