მასიმილიანო ალეგრი: ვიდეოგამეორების ნახვა არც არის საჭირო, აშკარაა რომ გოლი არ ჩაგვითვალეს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსთან" (1:1) მატჩის შემდეგ იმაზე დაიჩივლა, რომ როდესაც ანგარიში 1:0 იყო, მსაჯმა მის გუნდს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა.

"მილანის" თამაშისგან სიამოვნება მივიღე. შემდეგ კი მოხდა ის ეპიზოდი, რომელმაც მატჩის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. რას ვიზამთ, ამას უნდა შევეგუოთ. გამეორების ნახვაც არ არის საჭირო: სტადიონის ნებისმიერი წერტილიდან ყველაფერი ნათლად ჩანდა.

რა თქმა უნდა ეს ეპიზოდი ჩვენს თამაშზე აისახა. ანგარიში 2:0 რომ გამხდარიყო ჩვენს სასარგებლოდ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია Football
Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მატრის ეპიზოდი სხვა თამაშში იყო? http://www.facebook.com/photo.php?fbid=336353886408436&set=a.153036041406889.27928.152615024782324&type=1&theater
alex
10:13 26-02-2012
0
იმას რატო არ ამბობს მატრის გოლი უსამართლოდ ეომ არ ჩათვალეს
papo juve
12:31 26-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული