მასიმილიანო ალეგრი: ვიდეოგამეორების ნახვა არც არის საჭირო, აშკარაა რომ გოლი არ ჩაგვითვალეს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსთან" (1:1) მატჩის შემდეგ იმაზე დაიჩივლა, რომ როდესაც ანგარიში 1:0 იყო, მსაჯმა მის გუნდს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა.

"მილანის" თამაშისგან სიამოვნება მივიღე. შემდეგ კი მოხდა ის ეპიზოდი, რომელმაც მატჩის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. რას ვიზამთ, ამას უნდა შევეგუოთ. გამეორების ნახვაც არ არის საჭირო: სტადიონის ნებისმიერი წერტილიდან ყველაფერი ნათლად ჩანდა.

რა თქმა უნდა ეს ეპიზოდი ჩვენს თამაშზე აისახა. ანგარიში 2:0 რომ გამხდარიყო ჩვენს სასარგებლოდ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია Football
Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მატრის წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს და კიდევ რამდენმა კომენტატორმაც შესვენებაზე გამეორებას უყურა ყველამ განაცხადა რომ ანტონინიმ თავის საჯარიმოში ლიხშტაინერს ხელი სახეში ჩაარტყა(ამის გამო კამათობდნენ გასახდელში გასვლისას) ხოლო მექსესმა რომ ბორიელოს ბუცელში მუშტი უთავაზა ეს ყველამ ნახა,თანაც ისე უთავაზა, უბრალოდ იდგნენ,არასათამაშო ეპიზოდი იყო.გოლი იუვენტუსის კარში ნამდვილად გავიდა, მაგრამ მილანის კარშიც გავიდა მატრის გოლი და არც ის ჩათვალეს, ვიდალი გასაგდები იყო, მარა ამოუვიდათ ყელში, ანტონინიც და მექსესიც გასაგდები იყვნენ და პენალტი იყო დასანიშნი საჯარიმოში მეტოქისთვის ხელის გარტყმის გამო.გალიანიმ შესვენებაზე მსაჯზე ზეწოლა მოახდინა,მივარდა და გალანძღა არჩათვლილი გოლის გამო,არც იუვენტუსის წარმოამდგენელთათვის დაუკლია რამე,ამის გამო კონტემ მაფიოზი უწოდა და მართალიც არის!განა გალიანიმ არ იცოდა რომ მისი გუნდის ფეხბურთელები მეტოქეს ურტყამდნენ ხოლმე და გასაგდები რომ იყვნენ,ვან ბომელიც არ იყოდასატოვებელი მინდორზე,უბრალოდ გამოცდილია და კარგად ასრულებდა სათამაშო ეპიროზებში ყველა ჩარტყმას.კონტემ ტქვა რომ იუვენტუსს გაუმართლა და მართლაც გაუმართლა,კიდევ კარგი რომ მილანის მეორე გოლი ვერ დაინახეს და არ ჩაითვალა, თორე იუვენტუსს იმ გლს მაინც არ ჩაუთვლიდნენ, არც არავის გაუგდებდნენ მილანს (რომელსაც ეს ტამაში 8-9 ფეხბურთელით უნდა დაესრულებინა მინდორზე მაგალითად კოლინა რომ ყოფილიყო) და წაგებული იქნებოდა.გალიანის წნევამ აუწია და წავიდა სტადიონიდანო, წნევამ ცოდვებისგან აუწია. მაფიოზი
gizo
13:19 26-02-2012
0
მატრის გოლიც უსამართლოდ არ ჩათვალეს
p juvee
12:36 26-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული