ტურინის "იუვენტუსისგან" განსხვავებით მასიმილიანო ალეგრის გუნდს ძირითადის ბევრი ფეხბურთელი აკლდა და ალბათ ყველაზე დიდ დანაკლისი "როსონერისთვის" ზლატან იბრაჰიმოვიჩის არ ყოფნა იყო.
მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი მილანელების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის დებიუტში გუნდების თამაში არაფრით გამოირჩედოდა.
მეტოქეები ფრთხილობდნენ. თუმცა 15-ე წუთზე ტურინელთა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგ ბურთი ჯერ რობინიოს შემდეგ ნოჩერინოს მიუვიდა. მილანელმაც არ დააყოვნა და საჯარიმოს გარედან კარისკენ გაისროლა. ანგარიში გაიხსნა 1:0.
დამნაშავე ისევ ბონუჩი
10 წუთის შემდეგ კი "როსონერის" მორიგი შეტევა გოლით დასრულდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რომელმაც შესაძლოა შეხვედრის ბედზეც იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა.
კუთხურიდან ჩამოწოდებულს მექსესმა მეორე სართულზე ყველას აჯობა და ბურთი კარისკენ გაგზავნა, თუმცა მოწოდების სიმაღელზე იყო ბუფონი, რომელმაც თავისი გუნდი მეორე გაშვებულს გოლს გადაარჩინა. ამაზე ეპიზოდი არ დასრულებულა. იტალიელი მეკარის მოგერიებულ ბურთს მუნტარიმ დაამატა. ვიდეოგამეორების დროს ნათლად გამოჩნდა, რომ გოლკიპერმა ბურთი კარის ხაზის შიგნიდან გამოიტანა, რაც ვერ
შეამჩნია გვერდითმა არბიტრმა და "მილანი" გაოცებული დატოვა.
არ ჩათვლილი გოლის შემდეგ "მილანს" კიდევ რამდენმე მომენტი ჰქონდა. თავის გამოჩენა რობინიოსა და ვან ბომელს შეეძლოთ. ტურინელთა მხრიდან კი ანდრეა პირლო, ჯიორჯიო კიელინი და არტურო ვიდალი ურტყამდნენ, მაგრამ კარში ბურთი იშვიათად მიდიოდა.
70-ე წუთზე კონტემ მატჩში ყველა კორექტივი შეიტანა, რაც კი შეეძლო. მოედანზე გამოჩნდნენ სიმონე პეპე (შესვენების დროს), მირკო ვუჩინიჩი და ალესანდრო მატრი. თავის მხრივ შეცვლა ალეგრიმაც გააკეთა. ალეშანდრო პატოს ნაცვლად, რომელიც თავის ჩვეულ ფორმაში ნამდვილად არ გახლდათ, ალ შაარავი გავიდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში "იუვენტუსი" უკვე ნელ-ნელა იღებდა თამაშის სადაავეებს ხელში, რასაც სტუმრების ტერიტორიული უპირატესობაც მოჰყვა.
78-ე წუთზე გვერდითმა მსაჯმა უკვე ტურინელები არ დაინდო და წესებით სრული დაცვით მატრის გატანილი გოლი არ ჩათვალა და თამაშგარე დააფიქსირა.
მატჩის დასრულებიდან შვიდი წუთით ადრე სიმონე პეპემ ფლანგიდან საჯარიმოში გააკეთა პასი და მატრიმ ერთი შეხებით ბურთი კარის ბადეში გაახვია 1:1. მატრიმ თავის ანგარიშზე მეათე გოლი ჩაიწერა.
დარჩენილ წუთებში გუნდებს მოგების დიდი სურვილი არ გამოუჩენიათ, თითქოს ფრე ორივეს აწყობდა.
მატჩის შემდგომი კომენტარები:
მასიმილიანო ალეგრი: ვიდეოგამეორების ნახვა არც არის საჭირო, აშკარაა რომ გოლი არ ჩაგვითვალეს
ანტონიო კონტე: "მილანი" შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ იღბალი ტურინის "იუვენტუსის" მხარეს იყო
"მილანი"-"იუვენტუსი" 1:1 (1:0) (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ნოჩერინო (15), 1:1 მატრი (83)
გაფრთხილებები: სიაგო სილვა, მექსესი, მუნტარი, ბარცალი, მატრი, პეპე
გაძევება: ვიდალი (89)
მილანი: აბიატი, აბატე, მექსესი, ტიაგო სილვა, ანტონინი, ნოჩერინო, ვან ბომელი, მუნტარი, ემანუელსონი (ამბროზინი 72), პატო (ელ შაარავი 46), რობინიო.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
იუვენტუსი: ბუფონი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი, ლიცშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ესტიგარიბია (პეპე 46), კვალიარელა (მატრი 69), ბორიელო (ვუჩინიჩი 54).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე