"მილანმა" ტურინის იუვენტუსთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [+VIDEO]

AutoSharing Option
"მილანმა" საკუთარ მოედანზე იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში "იუვენტუსთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

ტურინის "იუვენტუსისგან" განსხვავებით მასიმილიანო ალეგრის გუნდს ძირითადის ბევრი ფეხბურთელი აკლდა და ალბათ ყველაზე დიდ დანაკლისი "როსონერისთვის" ზლატან იბრაჰიმოვიჩის არ ყოფნა იყო.

მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი მილანელების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის დებიუტში გუნდების თამაში არაფრით გამოირჩედოდა.

მეტოქეები ფრთხილობდნენ. თუმცა 15-ე წუთზე ტურინელთა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგ ბურთი ჯერ რობინიოს შემდეგ ნოჩერინოს მიუვიდა. მილანელმაც არ დააყოვნა და საჯარიმოს გარედან კარისკენ გაისროლა. ანგარიში გაიხსნა 1:0.

დამნაშავე ისევ ბონუჩი
აღმოჩნდა. სავარაუდოდ ბუფონი მოიგერიებდა ნოჩერინოს დარტყმულს, რომ არა რიკოშეტი: ბონუჩის ბურთი ზურგზე მოხდა და ტრაექტორია შეიცვალა. ჯანლუიჯი ვერაფერს გახდა.

10 წუთის შემდეგ კი "როსონერის" მორიგი შეტევა გოლით დასრულდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რომელმაც შესაძლოა შეხვედრის ბედზეც იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა.

კუთხურიდან ჩამოწოდებულს მექსესმა მეორე სართულზე ყველას აჯობა და ბურთი კარისკენ გაგზავნა, თუმცა მოწოდების სიმაღელზე იყო ბუფონი, რომელმაც თავისი გუნდი მეორე გაშვებულს გოლს გადაარჩინა. ამაზე ეპიზოდი არ დასრულებულა. იტალიელი მეკარის მოგერიებულ ბურთს მუნტარიმ დაამატა. ვიდეოგამეორების დროს ნათლად გამოჩნდა, რომ გოლკიპერმა ბურთი კარის ხაზის შიგნიდან გამოიტანა, რაც ვერ
შეამჩნია გვერდითმა არბიტრმა და "მილანი" გაოცებული დატოვა.

არ ჩათვლილი გოლის შემდეგ "მილანს" კიდევ რამდენმე მომენტი ჰქონდა. თავის გამოჩენა რობინიოსა და ვან ბომელს შეეძლოთ. ტურინელთა მხრიდან კი ანდრეა პირლო, ჯიორჯიო კიელინი და არტურო ვიდალი ურტყამდნენ, მაგრამ კარში ბურთი იშვიათად მიდიოდა.

70-ე წუთზე კონტემ მატჩში ყველა კორექტივი შეიტანა, რაც კი შეეძლო. მოედანზე გამოჩნდნენ სიმონე პეპე (შესვენების დროს), მირკო ვუჩინიჩი და ალესანდრო მატრი. თავის მხრივ შეცვლა ალეგრიმაც გააკეთა. ალეშანდრო პატოს ნაცვლად, რომელიც თავის ჩვეულ ფორმაში ნამდვილად არ გახლდათ, ალ შაარავი გავიდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში "იუვენტუსი" უკვე ნელ-ნელა იღებდა თამაშის სადაავეებს ხელში, რასაც სტუმრების ტერიტორიული უპირატესობაც მოჰყვა.

78-ე წუთზე გვერდითმა მსაჯმა უკვე ტურინელები არ დაინდო და წესებით სრული დაცვით მატრის გატანილი გოლი არ ჩათვალა და თამაშგარე დააფიქსირა.

მატჩის დასრულებიდან შვიდი წუთით ადრე სიმონე პეპემ ფლანგიდან საჯარიმოში გააკეთა პასი და მატრიმ ერთი შეხებით ბურთი კარის ბადეში გაახვია 1:1. მატრიმ თავის ანგარიშზე მეათე გოლი ჩაიწერა.

დარჩენილ წუთებში გუნდებს მოგების დიდი სურვილი არ გამოუჩენიათ, თითქოს ფრე ორივეს აწყობდა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

მასიმილიანო ალეგრი: ვიდეოგამეორების ნახვა არც არის საჭირო, აშკარაა რომ გოლი არ ჩაგვითვალეს

ანტონიო კონტე: "მილანი" შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ იღბალი ტურინის "იუვენტუსის" მხარეს იყო

"მილანი"-"იუვენტუსი" 1:1 (1:0)
(იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ნოჩერინო (15), 1:1 მატრი (83)
გაფრთხილებები: სიაგო სილვა, მექსესი, მუნტარი, ბარცალი, მატრი, პეპე
გაძევება: ვიდალი (89)

მილანი: აბიატი, აბატე, მექსესი, ტიაგო სილვა, ანტონინი, ნოჩერინო, ვან ბომელი, მუნტარი, ემანუელსონი (ამბროზინი 72), პატო (ელ შაარავი 46), რობინიო.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

იუვენტუსი: ბუფონი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი, ლიცშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ესტიგარიბია (პეპე 46), კვალიარელა (მატრი 69), ბორიელო (ვუჩინიჩი 54).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
მკითხველის კომენტარები / 8 /
რამდენმა კომენტატორმაც შესვენებაზე გამეორებას უყურა ყველამ განაცხადა რომ ანტონინიმ თავის საჯარიმოში ლიხშტაინერს ხელი სახეში ჩაარტყა(ამის გამო კამათობდნენ გასახდელში გასვლისას ეს ორი) ხოლო მექსესმა რომ ბორიელოს ბუცელში მუშტი უთავაზა ეს ყველამ ნახა,თანაც ისე უთავაზა, უბრალოდ იდგნენ,არასათამაშო ეპიზოდი იყო.ვიდალი გასაგდები იყო, მარა ამოუვიდათ ყელში, ანტონინიც და მექსესიც გასაგდები იყვნენ და პენალტი იყო დასანიშნი საჯარიმოში მეტოქისთვის ხელის გარტყმის გამო.გალიანიმ შესვენებაზე მსაჯზე ზეწოლა მოახდინა,მივარდა და გალანძღა არჩათვლილი გოლის გამო,არც იუვენტუსის წარმომადგენელთათვის დაუკლია რამე,ამის გამო კონტემ მაფიოზი უწოდა და მართალიც არის!განა გალიანიმ არ იცოდა რომ მისი გუნდის ფეხბურთელები მეტოქეს ურტყამდნენ ხოლმე და გასაგდები რომ იყვნენ,ვან ბომელიც არ იყო დასატოვებელი მინდორზე,უბრალოდ გამოცდილია და კარგად ასრულებდა სათამაშო ეპიროზებში ყველა ჩარტყმას.კონტემ თქვა რომ იუვენტუსს გაუმართლა და მართლაც გაუმართლა,კიდევ კარგი რომ მილანის მეორე გოლი ვერ დაინახეს და არ ჩაითვალა, თორე იუვენტუსს იმ გოლს მაინც არ ჩაუთვლიდნენ, არც არავის გაუგდებდნენ მილანს (რომელსაც ეს თამაში 8-9 ფეხბურთელით უნდა დაესრულებინა მინდორზე მაგალითად კოლინა რომ ყოფილიყო) და წაგებული იქნებოდა.გალიანის წნევამ აუწია და წავიდა სტადიონიდანო, წნევამ ცოდვებისგან აუწია.
gizo
13:24 26-02-2012
0
gizo ამ ყველაფრით ჩვენი მოტყუება გინდა თუ საკუთარ თავსაც ატყუებ?
irakli
15:27 26-02-2012
0

სიახლეები პოპულარული