ტურინის "იუვენტუსმა" სერია A-ში 25-მატჩიანი წაუგებელი სერია გაიმეორა

AutoSharing Option
”ბებერმა ქალბატონმა”  "მილანთან" (1:1) ნათამაშები ფრის შემდეგ სერია A-ში საკუთარი წაუგებელი სერია 25 მატჩამდე გაზარდა. მსგავსი სერია ტურინულ კლუბს ერთხელ უკვე ჰქონდა - 1933 წლის დეკემბრიდან 1934 წლის ოქტომბრამდე.

ოცდახუთმატჩიანი წაუგებელი სერია იტალიის ელიტარულ დივიზიონში ტურინული კლუბისთვის ხანგრძლივობით მესამეა. ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია "იუვენტუსს" 2005 წლის ნოემბრიდან 2007 წლის სექტემბრამდე ჰქონდა, რომელიც 30 დაუმარცხებელი მატჩისგან შედგებოდა.

უფრო ხანგრძლივი წაუგებელი სერია სერია A-ში "მილანს" ეკუთვნის, რომელიც 1991 წლის მაისიდან 1993 წლის მარტამდე ზედიზედ 54 შეხვედრაში არ დამარცხებულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული