ოცდახუთმატჩიანი წაუგებელი სერია იტალიის ელიტარულ დივიზიონში ტურინული კლუბისთვის ხანგრძლივობით მესამეა. ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია "იუვენტუსს" 2005 წლის ნოემბრიდან 2007 წლის სექტემბრამდე ჰქონდა, რომელიც 30 დაუმარცხებელი მატჩისგან შედგებოდა.
უფრო ხანგრძლივი წაუგებელი სერია სერია A-ში "მილანს" ეკუთვნის, რომელიც 1991 წლის მაისიდან 1993 წლის მარტამდე ზედიზედ 54 შეხვედრაში არ დამარცხებულა.