"სან სიროზე" ისეთი თამაში გაჩაღდა, როგორიც იტალიური ფეხბურთის ორ აღიარებულ გრანდს ეკადრება - შედეგი საყაიმოა, რომელმაც უფრო სტუმრები გაახარა, ვიდრე მასპინძლები. უფრო სწორად, შედეგით სტუმრებმა გაიხარეს, მასპინძლები კი აშკარად დამწუხრებულნი დარჩნენ.
ეს ბუნებრივიც არის, რადგან "მილანი" სახლში თამაშობდა და ძალიან უნდოდა, რომ "იუვენტუსისთვის" პოტენციური ლიდერის სტატუსიც ჩამოერთმია. ამასთან, "იუვე" დღემდე დაუმარცხებელია ჩემპიონატში, რაც ტურინული გრანდისთვის დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობაა, "მილანზე" კი
ვისთან უნდა წაეგო "იუვენტუსს" თუ არა "მილანთან" და თანაც "სან სიროზე? - არადა, არ წააგო.
ამასთან, თამაშის დიდი ნაწილი, დაახლოებით ერთი საათი "მილანის" დიდი უპირატესობით წარიმართა; მასპინძლებმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჯაბნეს სტუმრები და მომენტებიც უხვად შექმნეს ჯანლუიჯი ბუფონის კართან. რაც მთავარია, მილანელებმა ორი გოლი გაიტანეს, რომელთაგან მატჩის არბიტრმა პაოლო ტალიავენტომ მხოლოდ ერთი ჩათვალა.
დიახ, მხოლოდ ერთი და იმ არჩათვლილმა გოლმა რეზონანსის თვალსაზრისით პრაქტიკულად ყველაფერი გადაწონა.
ტაიმის შუა წელი იყო, როდესაც მილანელებმა კუთხური გაითამაშეს, ურბი ემანუელსონმა საჯარიმოში ჩააწოდა, ალეშანდრე პატომ ბურთს მიმართულება შეუცვალა, რასაც ფილიპ მექსეს თავური დარტყმა მოჰყვა - ჯიჯი ბუფონმა სასწაულებრივ მოიგერია ბურთი, დამატებაზე კი სალი მუნტარიმ დაასწრო ყველას და თავითვე დაუბათქუნა - ბურთმა დაახლოებით ნახევარი მეტრით გადაკვეთა კარის ხაზი, როდესაც ჯიჯიმ უკუაგდო და ტურინელთა კონტრიერიშს დაუდო სათავე.
დიახ, ნახევარი მეტრით, მაგრამ ეს ვერც ტალიავენტომ დაინახა და ვერც ლაინსმენმა, "მილანს" კი 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს. იმ მომენტისთვის "როსონერი" 1:0-ს იგებდა და გოლი რომ ჩათვლილიყო, ლომბარდიელები ალბათ გადამწყვეტ უპირატესიობას მოიპოვებდნენ.
გოლი კი ანტონიო ნოჩერინომ გაიტანა, შორი დისტანციიდან უძლიერესად დაარტყა და რეკოშეტის შემდეგ ბურთი ბუფონის კარის ბადეში გაეხვა. ეს გოლი ლეონარდო ბონუჩის სინდისზეა, სწორედ მან მისცა პასი მეტოქე შუახაზელს, შეცდომის გამოსწორება სცადა, გადაეფარა დარტყმულს და სწორედ მისივე ფეხით შევარდა ბურთი კარებში... მოკლედ, ბონუჩიმ უხეში შეცდომა დაუშვა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჯერ კიდევ დასაღვინებელია.
მეორე ტაიმის პირველი 20 წუთი პირველის იდენტური გახლდათ, აი შემდეგ კი "მილანმა" უკან დაიხია და თამაშის სადავეები სტუმრებს გადაულოცა. სულ ტყუილად, ტურინელებმა ამოიუნთქეს, თვალებში გამოიხედეს, მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ და მატჩის დასრულებამდე 6-7 წუთით ადრე, ანგარიში გაათანაბრეს: მარჯვენა ფრთიდან გაკეთებულ გადაცემას ალესანდრო მატრი გამოეხმაურა, ერთი შეხებით დაარტყა და კრიატიან აბიატი უშანსოდ დატოვა, 1:1.
მატრი 69-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ინერტული ფაბიო კვალიარელა შეცვალა და ფაქტობრივად გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. მუნტარის არ იყოს, ერთი გოლი მატრისაც არ ჩაუთვალეს, არადა, სადავო ეპიზოდი იყო და შეეძლო არბიტრს თამაშგარე არ დაეფიქსირებინა. ვთქვათ ისიც, რომ არტურო ვიდალი გააძევეს მოედნიდან - თუმცა, ეს ამბავი 89-ე წუთზე მოხდა და მატჩის სცენარზე გავლენა აღარ მოუხდენია.
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი - მარკ ვან ბომელი თვით ანტონიო კონტეზე იწევდა და ბუნებრივია, ამან სრულიად "იუვენტუსი" აღაშფოთა... მღელვარება გასახდელებშიც გაგრძელდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მთავარი გამშველებლის როლი ადრიანო გალიანიმ იკისრა. მოკლედ, ეს იყო ნამდვილი იტალიური ჯახი, თავისი ზღვარსგადასული ემოციებით.
მატჩის შემდეგ, ანტონიო კონტემ აღიარა, რომ მის გუნდს გაუმართლა: "ვერ გეტყვით რატომ დაიხიეს მილანელებმა უკან, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამან გადაგვარჩინა. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან "მილანს" გასვლაზე ავართვით ქულა და ჯერაც დაუმარცხებლები ვართ. თუმცა, ხარვეზი ბევრი გვქონდა, რომელთა არმოფხვრაზე მუშაობა გვმართებს".
* * *
კვირას გვიან ღამით, ერთბაშად სამი მატჩი გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს "ნაპოლი"-"ინტერის" დაპირისპირება იწვევდა. მილანური გრანდის კრიზისიდან გამომდინარე, ფავორიტად ნეაპოლური გუნდი იყო მიჩნეული და გამართლდა კიდეც მოლოდინი.
59-ე წუთზე, ესეკილ ლავეციმ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1:0.ნეაპოლელები მთელი მატჩის განმავლობაში ჯობდნენ მეტოქეს, უფრო მწვავედ უტევდნენ, მომენტებიც მეტი შექმნეს და სრულიად დამსახურებულად ჩაიწერეს სამი ქულა აქტივში. თან რა სამი ქულა, მინიმუმ ექვსის ტოლფასი.
"უდინეზემ" და "ლაციომ" წყვილად გაიმარჯვეს და კვლავაც ერთნაირი ქულები აქვთ - ერთი ეგაა, რომაელებმა კინკილა გოლით სძლიეს დაბეჩავებულ "ფიორენტინას", მაშინ, როდესაც უდინელებმა "კერკეტი" "ბოლონია" მისსავე მოედანზე ერთობ იოლად დაამარცხეს. დანარჩენზე ტურის შეჯამებაში...
იტალია. სერია A. XXV ტური
ჯენოა-პარმა 2:2
ჯენოა (3-5-3): ფრეი - გრანკვისტი, მორეტი (69. ზე ედუარდო), კალაძე - ველოზო (57. მესტო), ბელუსკი (90. ხორკერა), კუჩკა, როსი, კონსტანტი - პალასიო, იანკოვიჩი.
პარმა (3-4-3): მირანტე - ძაკარდო, ფერარიო, ლუკარელი - მარიგა, გალოპა, ბიაბიანი, გობი (27. მოდესტო), მუსაჩი (57. მორონე) - ჯოვინკო, ფლოკარი (61. ვალიანი).
გოლები: 0:1 გობი (6), 0:2 ფლოკარი (53), 1:2 პალასიო (78), 2:2 პალასიო (90).
გაფრთხილება: როსი, კუჩკა - მირანტე, მუსაჩი, ბიაბიანი.
გაძევება: ლუკარელი (90. პარმა).
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12(7)-9(6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 21 000
მილანი-იუვენტუსი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
მილანი (4-4-2): აბიატი - აბატე, მექსე, ტიაგო სილვა, ანტონინი - ვან ბომელი, მუნტარი, ნოჩერინო - ემანუელსონი (72. ამბროზინი) - რობინიო, პატო (46. ელ შაარავი).
იუვენტუსი (3-5-3): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პირლო, ვიდალი, ესტიგარიბია (46. პეპე) - ბორიელო (54. ვუჩინიჩი), კვალიარელა (69. მატრი).
გოლები: 1:0 ნოჩერინო (15), 1:1 მატრი (83).
გაფრთხილება: მექსე, ტიაგო სილვა, მუნტარი - ბარცალი, პეპე, მატრი.
გაძევება: ვიდალი (89. იუვენტუსი).
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6(3)-9(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 80 000
ატალანტა-რომა 4:1
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მანფრედინი, ლუკინი (75. ბელინი), სტენდარდო, პელუზო - ბრიგი, ჩიგარინი, კაროცა (52. სკელოტო), მორალესი - მარილუნგო (75. გაბიადინი) - დენისი.
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, ჟუანი (57. კასეტი), ჰაინცე, როზი (46. ანხელი) - გაგო (68. გრეკო), მარკინიო, პიანიჩი - ლამელა, ოსვალდო, ბორინი.
გოლები: 1:0 მარილუნგო (10), 2:0 დენისი (19), 2:1 ბორინი (46), 3:1 დენისი (47), 4:1 დენისი (66).
გაფრთხილება: მანფრედინი, პელუზო, ჩიგარინი, მორალესი - გაგო, გრეკო.
გაძევება: ოსვალდო (54. რომა), კასეტი (83. რომა).
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 22-18; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 9(6)-9(1); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 21 000
კალიარი-ლეჩე 1:2
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო (81. ეკდალი), კანინი, ასტორი, აგოსტინი (46. არიაუდო) - კონტი, დესენა, ნაინგოლანი - რიბეირო - იბარბო, ლარივეი (68. კაპელინი).
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ტომოვიჩი, მილიაჩო, კაროციერი - კუადრადო, ჯაკომაცი, დელვეკიო, ბერტოლაჩი (78. ბერტოლაჩი), ბრივიო - მურიელი (90. ესპოზიტო), დი მიკელე.
გოლები: 0:1 მურიელი (44), 1:1 ლარივეი (50), 1:2 ბერტოლაჩი (62).
გაფრთხილება: კონტი, არიაუდო, კაპელინი - დელვეკიო, დი მიკელე.
გაძევება: კანინი (84. კალიარი).
კუთხური: 8-0; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 11(6)-7(3); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 7 000
კატანია-ნოვარა 3:1
კატანია (4-3-3): კარიცო - მოტა (70. ბელუში), ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე - ალმირონი, ლოდი, სეიმური - გომესი, ბერგესიო (59. ებაგუა), ბარიენტოსი (77. რიკიუტი).
ნოვარა (3-5-2): უიკანი - დელაფიორე, ლიზუძო, ჩენტურიონი - გარსია, ჯემიტი, პორკარი, რადოვანოვიჩი, რიგონი - მასკარა (49. მაძარანი), კარაჩოლო (66. რუბინო).
გოლები: 1:0 ბერგესიო (30), 2:0 მარკეზე (47), 3:0 გომესი (55), 3:1 რუბინო (84).
გაფრთხილება: ჩენტურიონი, რიგონი (ნოვარა).
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17(9)-14(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 17 000
კიევო-ჩეზენა 1:0
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, აჩერბი, ანდრეოლი, იოკიჩი - ვაჩეკი (80. გულანი), რიგონი, ჰეტემაი - კრუსადო (67. მოსკარდელი) - პელისიერი, პალოსკი (86. ცეზარი).
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - გუანა, ლაურო, როდრიგესი, კომოტო - კოლუჩი (84. მარტინესი), სანტანა, პაროლო, პუდილი - მუტუ (60. როსი), იაკვინტა.
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 მოსკარდელი (78).
გაფრთხილება: ვაჩეკი, რიგონი, პელისიე - გუანა, პუდილი, იაკვინტა.
გაძევება: ლაურო (56).
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 7-6; კარში დარტყმა: 14(3)-7(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 11 000
სიენა-პალერმო 4:1
სიენა (3-5-2): პეგოლო - ვიტიელო, ტერცი, როსეტინი - დელ გროსო (81. ბელმონტე), ჯორჯი (61. რეჯინალდო), გაცი, ვერგასოლა, ბრიენცა - ბოგდანი, დესტრო (75. მანინი).
პალერმო (4-3-2-1): ვივიანო - პიზანო, სილვესტრი (12. მუნოზი), მანტოვანი, ბალცარეტი - ბერტოლო, ბარეტო, დონატი - ილიჩიჩი (8. აგუირეგარაი) - მიკოლი (64. ვასკესი), ბუდანი.
გოლები: 0:1 ბუდანი (12), 1:1 ტერცი (23), 2:1 ბოგდანი (33), 3:1 როსეტინი (46), 4:1 ბრიენცა (58).
გაფრთხილება: ტერცი, როსეტინი - ვივიანო, ბარეტო, ბუდანი, მიკოლი.
გაძევება: ბალცარეტი (2. პალერმო)
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 11(7)-6(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 11 000
ბოლონია-უდინეზე 1:3
ბოლონია (4-4-2): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, ანტონსონი, პულცეტი - მორლეო, მუდინგაი, პერესი (83. ბელფოდილი), რამირესი - ტაიდერი (46. აკვაფრესკა), დი ვაიო.
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, პაციენცა, ასამოა, ფერნანდესი, არმერო - ფაბრინი (79. ბატოკიო) - დი ნატალე (69. ფლორო ფლორესი).
გოლები: 0:1 დი ნატალე (38-პენ.), 0:2 ბასტა (56), 1:2 კონე (81), 1:3 ფლორო ფლორესი (84).
გაფრთხილება: პერესი, რამირესი, ტაიდერი - ბენეტია, პაციენცა, ასამოა, არმერო.
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 22-22; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6(1)-7(5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 000
ლაციო-ფიორენტინა 1:0
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - სკალონი, ბიავა, დიაკიტე, გარიდო (46. ძაური) - გონსალესი, ლედესმა - მაური, ერნანესი, ლულიჩი (29. კანდრევა) - კლოზე (77. კოზაკი).
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ნატალი, დე სილვესტრი, ნასტასიჩი, პასკუალი - ბეჰრამი, მონტოლივო, რომულო (79. სალიფუ), ბეჰრამი (79. ვარგასი) - იოვეტიჩი, ლიაიჩი (46. ჩერჩი).
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 კლოზე (36).
გაფრთხილება: სკალონი - ჩერჩი.
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 18-9; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 7(2)-7(3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 30 000
ნაპოლი-ინტერი 1:0
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ინლერი, ჯემაილი, გარგანო - ლავეცი (83. ბრიტოსი), ჯემაილი (90. დოსენა) - კავანი.
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - ფარაონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - სტანკოვიჩი (67. პოლი), კამბიასო, ძანეტი - სნეიდერი (46. კორდობა) - ფორლანი (46. პაცინი), მილიტო.
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 ლავეცი (59).
გაფრთხილება: გარგანო - ფარაონი, ნაგატომო, მილიტო, კორდობა, პოლი.
კუთხური: 11-0; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14(5)-7(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 45 000
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 25 15 6 4 49-22 51
2. იუვენტუსი 24 13 11 0 37-15 50
3. უდინეზე 25 13 6 6 37-23 45
4. ლაციო 25 13 6 6 39-29 45
5. ნაპოლი 25 10 10 5 42-24 40
6. რომა 25 11 5 9 38-31 38
7. ინტერი 25 11 3 11 34-34 36
8. პალერმო 25 10 4 11 39-39 34
9. კატანია 24 8 9 7 32-33 33
10. კიევო 24 8 6 10 19-29 33
11. ატალანტა 25 9 10 6 30-28 31
12. კალიარი 25 7 10 8 23-25 31
13. ჯენოა 25 9 4 12 33-48 31
14. პარმა 24 7 8 9 29-37 29
15. ფიორენტინა 24 7 7 10 23-25 28
16. ბოლონია 24 7 7 10 24-29 28
17. სიენა 25 6 8 11 27-28 26
18. ლეჩე 25 6 6 13 28-40 24
19. ნოვარა 24 3 8 13 20-43 17
20. ჩეზენა 24 4 4 16 16-38 16
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
18 - დი ნატალე (უდინეზე); 15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), კავანი (ნაპოლი), დენისი (ატალანტა); 14 - პალასიო (ჯენოა); 12 - კლოზე (ლაციო), მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
მომდევნო ტური
3 მარტი: პალერმო-მილანი, იუვენტუსი-კიევო; 4 მარტი: პარმა-ნაპოლი, უდინეზე-ატალანტა, სიენა-კალიარი, ფიორენტინა-ჩეზენა, ლეჩე-ჯენოა, რომა-ლაციო, ბოლონია-ნოვარა, ინტერი-კატანია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"