კლაუდიო რანიერი: რატომ უნდა გადავდგე? ეს არ მოხდება

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "ნაპოლისთან" (0:1) მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"შეხვედრებს ვაგებთ, მაგრამ გამარჯვება გვწყურია და გვსურს ჩემპიონატში სალიდერო პოზიციებზე დავბრუნდეთ. ვიცოდით, რომ ამ შეხვედრაში "ნაპოლი" ლონდონის "ჩელსისთან" გამარჯვებით ფრთაშესხმული შეგვიტევდა.

ხანდახან თამაშის შედეგს ერთი ვერგამოყენებული მომენტი წყვეტს, ის ასპროცენტიანი შესაძლებლობა კი, რომელიც პაცინიმ ვერ გამოიყენა, სამარცხვინოა.

გაშვებული გოლის შემდეგ მოედნის ცენტრზე კონტროლი დავკარგეთ და ამის გამო ყურადღების გამახვილება დაცვაზე მოგვიხდა.

"ინტერის" პრეზიდენტი რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ ეს შედეგი რანიერის ბრალი საერთოდ არ არის. მესმის, რომ ჩემს თანამდებობაზე ბევრი
კანდიდატია, მაგრამ რატომ უნდა გადავდგე? ეს არ მოხდება", - განაცხადა რანიერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული