"მილანი"-"იუვენტუსის" მატჩის რამდენიმე მოთამაშეს დასჯას უპირებენ

AutoSharing Option
27 თებერვალს დისციპლინარული კომიტეტი "მილანისა" და "იუვენტუსის" შეხვედრის რამდენიმე ეპიზოდს განიხილავს.

"როსონერის" მცველ ფილიპ მექსესს სამი მატჩის გამოტოვება ემუქრება, მეორე ტაიმის დასაწყისში თავდამსხმელ მარკო ბორიელოსთვის დარტყმისთვის. ასევე არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ტურინელთა მცველი შტეფან ლიხშტაინერი ნახევარმცველ სალი მუნტარის წინააღმდეგ უხეშად თამაშობს.

"მილანი" ამტკიცებს, რომ ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ორ სხვადასხვა ეპიზოდში "როსონერის" საყრდენ ნახევარმცველ მარკ ვან ბომელს იდაყვი ჩაარტყა.

შესაძლოა, რომ შეხლა-შემოხლისთვის "ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე და იტალიის მოქმედი ჩემპიონის ვიცე-პრეზიდენტი ანდრიანო გალიანიც დაისაჯონ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლოს "მილანის"
მცველ მასიმო ამბროზინისა და "იუვენტუსის" მცველ ჯორჯო კიელინის შორის დაპირისპირება მოხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუვენტუსის გულშემატკივრებს ძალიან გვანიტერესებს ამ ინფორმაციის წყარო. რაც შეეხება კადრებს,მასიურად გავრცელებულია კადრები სადაც ლიხშტაინერს სცემს მუნტარი და არა ის რომ ლიხშტაინერი უხეშად ეთამაშება მუნტარის,ასევე კადრები სადაც მუნტარი ფეხს ურტყავს წაქცეულ ვიდალს თავში, ასევე კადრები სადაც ვან ბომელი თავში ხელს ურტყამს პირლოს. საპირისპირო კადრები ჯერ არ გვინახავს და საინტერესოა ეს ვერ ნახეს და ის ნახეს რომ ლიხშტაინერი უხეშად ეთამაშება მუნტარის? (ეთამაშება მაინც, თუ მართლა მოხდა ასეთი რამ და არა სცემს).,,"მილანი" ამტკიცებს, რომ ..." ამას ჰქვია გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო! ვეცდებით ჩვენც ვნახოთ იქნებ მართლა არის ისეთი კადრები იუვენტუსის ფეხბურთელებს რომ შეიძლება რამეში ბრალი დასდო არასპორტულში
gizo
00:51 28-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული