გეცოდინებათ, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ ბურთმა კარის ხაზი ნახევარი მეტრით მაინც გადაკვეთა, რაც ვერც მთავარმა მსაჯმა და ვერც ლაინსმენმა რატომღაც ვერ დაინახეს. ბუნებრივია, რომ ამბმავმა იტალიურ საფეხბურთო საზოგადოებაში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.
მატჩის მთავარ არბიტრს, პაოლო ტალიავენტოს და მის ასისტენტს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ თავს და სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო... აი რას ამბობს აღნიშნულთან
"როდესაც მუნტარიმ თავით დაარტყა, მოედნის ცენტრში ვიდექი და იქიდან დავინახე, რომ ბურთმა აშკარად გადაკვეთა კარის ხაზი. ჩემთვის დღემდე გაუგებარია თუ რატომ ვერ დაინახეს ეს არბიტრებმა.
ეპიზოდი არაერთხელ ვნახე და განსაკუთრებული ინტერესით სწორედ მსაჯთა მოქმედებას ვაკვირდებოდი, ტალიავენტოც საკმაოდ ახლოს იდგა მოქმედების ადგილთან, ლაინსმენს კი იდეალური პოზიცია ეჭირა - ვერ ვხვდები რა მოხდა, ასე როგორ დაბრმავდნენ".
იტალიაში ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც თვით ჯანლუიჯი ბუფონი გააკრიტიკეს - აქაოდა, უნდა ეღიარებინა გოლის ამბავი და ამით, ფეარ პლეის პრინციპები დაეცვაო - აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით "იუვენტუსის" კიპერი: "სიმართლე გითხრათ, ჩემთვის პრიორიტეტული გუნდის ინტერესებია და დანარჩენი უკვე მეორე პლანზე დგას.
დიახ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმართლეზე წინ სწორედ ჩემი გუნდი დავაყენე, რადგან ეს სპორტია და აქ ყველანი მოთამაშეები ვართ. ამასთან, როდესაც ბრძოლაში ხარ ჩართული და დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს, იქ ანალიზის დრო უბრალოდ არ გრჩება. ისევ რომ დამაბრუნოთ იმ ეპიზოდში, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი".
"მილანი"-"იუვენტუსის" პაექრობაში მსაჯებთან ერთად, ფილიპ მექსემაც გაგვაკვირვა - ერთ-ერთ ეპიზოდში, ფრანგი უკანახაზელი მარკო ბორიელოს მიეპარა და ტურინელთა ფორვარდს მუშტი უთავაზა...
ტალიავენტომ რა თქმა უნდა ეს ვერ დაინახა, სამაგიეროდ, კამერებს არ გამოპარვიათ არაფერი და მექსეს საქციელი სააშკარაოზე გამოიტანეს. "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფრანგ მცველს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მექსე საკუთარ გუნდს "პალერმოსთან", "ლეჩესთან" და "პარმასთან" მატჩებში ვერ დაეხმარება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"