ფილიპ მექსესი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა "მილანის" მცველი ფილიპ მექსესი ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელ მარკო ბორიელოსთვის დარტყმის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.
მექსესი სერია A-ს სამ შეხვედრას გამოტოვებს - "პალერმოსთან", "ლეჩესთან" და "პარმასთან".
სალი მუნტარი და ანდრეა პირლო მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებთან შეხლა-შემოხლისთვის არ დაისჯებიან.