ჩეზარე პრანდელი: მოთამაშეები მსაჯებს მხარში თავისი პატიოსნებით უნდა ამოუდგნენ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ "მილანსა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის სერია А-ს მატჩის მსაჯობაზე ისაუბრა, რომელშიც "მილანს" ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს.

"არავინ დავობს, რომ მსაჯებისთვის მუშაობა ყოველ წელიწადს უფრო რთულდება, რადგან ფეხბურთი სულ უფრო და უფრო დინამიური ხდება.

ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ არბიტრს თავად ფეხბურთელები ეხმარებოდნენ. როგორ? თავისი პატიოსნებით", - განაცხადა პრანდელიმ იტალიური რადიოს ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული