ეს უკანასკნელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და რომაულ გუნდში უდფვოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ექიმების მტკიცებით, ლულიჩს მინიმუმ სამი კვირის გამოტოვება მოუწევს და არც ისაა გამორიცხული, რომ ბოსნიელს მთელი თვე გაუცდეს. არადა, მომდევნო უქმეებზე რომაული დერბია და ედუარდო რეიას ლულიჩის იმედი ჰქონდა.
დიახ, შესაძლოა სხვებზე მეტად სწორედაც რომ ლულიჩის, რადგან ფორვარდთა ტრავმიანობის ფონზე, მიროსლავ კლოზეს ყველაზე აქტიურად სწორედ სენადი ეხმარება და ეს თავად გერმანელმაც არაერთხელ
რაც შეეხება ძაურის, მას ჯერ დეტალური გამოკვლევა არ ჩატარებია, მაგრამ წინასწარი პროგნოზით, დაახლოებით 15 დღით მოუწევს უქმობა. გარდა ამისა, რომაული დერბის გამოტოვებს მოუწევთ კრისტიან ბროკის, მარიუს სტანკევიჩუსს და ლორიკ ცანას. კითხვის ნიშნის ქვეშაა კიდევ სამი ფეხბურთელის თამაში: აბდულაი კონკო, სტეფან რადუ და ტომაზო როკი გამოჯანმრთელების პირას არიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"