მიროსლავ კლოზე: ტრავმა მაქვს, მაგრამ რომაულ დერბიში ვითამაშებ

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ, რომელიც ფრანგებთან მატჩის შესვენებაზე შეცვალეს, მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

ამის შესახებ იტალიურ პრესაში თავად ფეხბურთელმა განაცხადა, თუმცა "ბიანკოჩელესტის" ფანები დაამშვიდა.

"კოჭში ძლიერი დარტყმა მივიღე, მაგრამ მწყობრში ვარ. ეს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებაა. ვითამაშებ თუ არა "ღომასთან"? ვნახოთ. ყველაფერს მწვრთნელი მატჩის წინ გადაწყვეტს", - განაცხადა თავდამსხმელმა.

მიმდინარე სეზონში კლოზემ "ლაციოს" შემადგენლობაში უკვე 12 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული