"მილანმა" შესაძლოა სეზონის ბოლოს ალეშანდრე პატო გაასხვისოს

AutoSharing Option
"მილანი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფორვარდ ალეშანდრე პატოს გაყიდვის ვარიანტს განიხილავს. გუნდის ხელმძღვანელობა ბრაზილიელის ხშირი ტრავმიანობით უკმაყოფილოა.

პატოს სავარაუდო ახალ კლუბად პსჟ-ს ასახელებენ. ბრაზილიელის შეცვლის მთავარ კანდიდატებად კი "მანჩესტერ სიტის" ფორვარდები მარიო ბალოტელი და კარლოს ტევესი, ასევე ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი სახელდებიან.

აღსანიშნავია, რომ პსჟ პატოს გადაბირების შესძლებლობას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც აქტიურად განიხილავდა.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული