მარტენ სტეკელენბურგი: "რომას" "ლაციოსთვის" სამაგიეროს გადახდა სურს

AutoSharing Option
"რომას" ჰოლანდიელმა გოლკიპერმა მარტენ სტეკელენბურგმა "ლაციოსთან" რომაული დერბის წინ მისი გუნდის შემართებაზე ისაუბრა.

"ყველანი საბრძოლო განწყობაზე ვიმყოფებით. გვსურს "ლაციოს" პირველ წრეში დამარცხებისთვის სამაგიერო გადავუხადოთ.

ახლა გამარჯვება სრულიად რეალურია, მიმდინარე სეზონის მანძილზე ხომ პროგრესს მივაღწიეთ.

"რომას" დრო დასჭირდა, რათა განახლებული გუნდით შეთამაშებულიყო. რაც შემეხება მე, რომში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. იმედი მაქვს "რომაში" მრავალი წლის განმავლობაში დავრჩები", - თქვა მეკარემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული