ჯანლუიჯი ბუფონის აგენტი: ახალ კონტრაქტს სეზონის დასრულების შემდეგ განვიხილავთ

AutoSharing Option
სილვანო მარტინამ, რომელიც ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების გოლკიპერ ჯანლუიჯი ბუფონის ინტერესებს წარმოადგენს, აღნიშნა, რომ ტურინულ კლუბთან ახალი კონტრაქტის პირობების განხილვას მხარეები ზაფხულში აპირებენ.

"იუვენტუსი" ბუფონით ძალიან კმაყოფილია და ჯიჯიც "იუვენტუსში" ბედნიერია. თუმცა ახალ კონტრაქტზე ჩვენს და კლუბს შორის არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. ვაპირებთ სეზონის დასრულებას დაველოდოთ.

რაც შეეხება ხმებს ბუფონის ჩინეთში გადასვლის შესახებ, რაიმეს თქმა ძნელია. ჯანლუიჯის კარიერის დასრულება ტურინში შეუძლია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა მარტინამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული