ალეშანდრე პატო ისევ დაშავდა

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალეშანდრე პატო ისევ დაშავდა და მინიმუმ ერთი კვირა უქმედ მოუწევს ყოფნა.

ეს იმას ნიშნავს, რომ 23 წლის ბრაზილიელი ფორვარდი სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც "მილანს" სიცილიაში უწევს "პალერმოს" წინააღმდეგ.

მოკლედ, პატო ისევ დაშავდა და ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა, რაც უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა მხოლოდ თერთმეტჯერ მოირგო "მილანის" ამუნიცია და როგორც ამბობენ, სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებაც მოუწევს.

დიახ, იგივე "კორიერე" დაჟინებით ამტკიცებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პატო აუცილებლად გადავა ფრანგულ პსჟ-ში.
ალეშანდრეს გადაბირება პარიზელებს ზამთარშიც სურდათ, მაგრამ ტრანსფერი თვით სილვიო ბერლუსკონიმ დაბლოკა.

თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, სეზონის ბოლოს პატოს ვერც ბერლუსკონი გადაარჩენს, რადგან მასიმილიანო ალეგრის გეგმებში ბრაზილიელი ფორვარდი აღარ ჯდება. ვნახოთ, დანარჩებს დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული