"ნაკრების შემადგენლობა უკვე ფორმირებულია. მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება და მას პატივი უნდა ვცე. არ ვფიქრობ, რომ პრანდელი ჩემით დაინტერესებულია", - თქვა მიკოლიმ.
აღსანიშნავია, რომ მიკოლიმ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.