შვედის აგენტი მინო რაიოლა უკვე შეხვდა კლუბის გენერალურ დირექტორს არიედო ბრაიდასა და ვიცე-პრეზიდენტს ადრიანო გალიანის. შეხვედრის მიზანი ახალი კონტრაქტი იყო.
"მილანი" აპირებს ფეხბურთელი 2016 წლამდე შეინარჩუნოს. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდამსხმელის ხელფასი გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ზლატან იბრაჰიმოვიჩი წელიწადში 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მომზადებულია Corriere dello sport-ის მიხედვით