ტრადიციულად, ღამის თამაშებზე გულშემატკივრები უფრო აგრესიულად იქცევიან და ასეთი ზომების მიღება სწორედ ექსცესების თავიდან ასაცილებლად გახდა საჭირო.
ძნელი სათქმელია რამდენად მშვიდად ჩაივლის დერბი, რადგან ტიფოზები უკვე დიდი ხანია ერთმანეთის მუქარით არიან დაკავებულნი. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ:
"მჯერა, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, საუკეთ
მატჩის მნიშვნელობაზე საუბარიც კი ზედმეტია, ერთი რომ დერბია და მეორე, სატურნირო ცხრილი და ჩვენი კონკრეტული ამოცანა: ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება.
მჯერა ჩვენი მწვრთნელის, რომელსაც წასვლა უნდოდა კლუბიდან და მისი სურვილი არ დავაკმაყოფილეთ. მიზანი სამი ქულაა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერზე წინ ფეარ პლეის პრინციპები უნდა დავაყენოთ - მინდა, ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო".
შემთხვევითი არაა, რომ ტარე პირველ რიგში მშვიდობაზე საუბრობს - როდესაც ერთმანეთის პირისპირ "რომა" და "ლაციო" დგანან, იქ სამართლადამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღებით მართებთ ყოფნა. ბუნებრივია, რომ კვირას მთელი ქალაქის მასშტაბით კარაბინიერთა დიდი მობილიზება იქნება გამოცხადებული.
ერთი შეხედვით და ბევრი შეხედვითაც, მთლად ნორმალური არაა, როდესაც ფეხბურთის გამო ქალაქში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ხდება, მაგრამ ეს იტალიაა, ეს რომია და ეს Derby Della Capitale-ა.
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ლუის ენრიკე 4-3-1-2 ტაქტიკას ამზადებს, ედუარდო რეია კი არჩევანს 4-2-3-1-ზე შეაჩერებს. ესპანელი სპეციალისტი შეტევის წინა ხაზზე ფრანჩესკო ტოტის, ერიკ ლამელას და ფაბიო ბორინის გაამწესებს, ბოიან კრკიჩი კი ტრადიციულად სათადარიგოთა სკამზე დარჩება. რაც შეეხება პაბლო ოსვალდოს, ის დისკვალიფიცირებულია და დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
რაც შეეხება "ლაციოს", წინა ხაზზე ეულად მიროსლავ კლოზე იმოქმედებს, მის უკან კი გონსალესი, მაური და ერნანესი გაირჯებიან. მთავარი ბრძოლა ალბათ შუა ხაზში გაჩაღდება და წინასწარი პროგნოზით, ცენტრს განზრახ არც ერთი გუნდი არ დათმობს. მით უფრო საინტერესო ჩვენთვის...
ედუარდო რეია ცდილობს, რომ ფეხბურთელებს სწრაფად დაავიწყოს ევროპალიგაზე განცდილი ფიასკო:
"მადრიდის "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ, ჩემი შეგირდები საშინელ ხასიათზე იყვნენ და ეს არც მიკვირს, რადგან ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა ამ ტურნირზე წარმატებით გამოსვლა. ამის გამო, პოსტის დატოვებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ კლუბის მესვეურებმა აზრი შემაცვლევინეს.
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით და დღეს, ყურების ჩამოყრა დანაშაულის ტოლფასია. მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადმოვერთეთ და მაქსიმალური კონცენტრაციით გვმართებს თითოეული თამაშის ჩატარება. მჯერა, სამეულში მოხვედრის ძალა შეგვწევს".
ლუის ენრიკეს თქმით, მოახლოებული მატჩის პროგნოზირება შეუძლებელია და რთულია, მას ამაში არ დავეთანხმოთ:
"სამი ქულა ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია და შესაბამისად, შემტევი ფეხბურთის მოლოდინში ვართ. მოედნის ცენტრში გაჩაღდება დიდი ბრძოლა და ბევრი რამ საყრდენი ნახევარმცველების თამაშზეა დამოკიდებული. პროგნოზების გაკეთება სრულიად წარმოუდგენელია, რადგან ერთმანეთის პირისპირ ორი დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდი წარსდგება. თანაც, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ დერბიში ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
"ოლიმპიკოზე" მართლაც დიდი ბრძოლა გაჩაღდება და არა მარტო იმიტომ, რომ ერთმანეთის პირისპირ ისტორიული მეტოქეები, თანაქალაქელები წარსდგებიან - იმადაც, რომ ყველა სიკეთესთან ერთად, სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს.
* * *
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება "რენცო ბარბერაზე", სადაც "პალერმო" ჩემპიონატის ლიდერ "მილანს" უმასპინძლებს. სიცილიელებს ფაბრიციო მიკოლი ჰყავთ სრულ მზადყოფნაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასპინძელთა იერიშები აუცილებლად მწვავე იქნება.
რაც შეეხება "მილანს", შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტანდემი უნდა ვიხილოთ. შვედმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, რაც ლომბარდიელთათვის დიდი შვებაა.
* * *
დღესვე, "იუვენტუსი" "კიევოს" უმასპინძლებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, წაუგებელ მატჩთა სერიას 26-მდე გაზრდის. თუმცა, მთავარი სამი ქულის მოპოვებაა და ფრე ტურინელთა გეგმებში ნამდვილად არ შედის.
ანტონიო კონტე სამ ფორვარდს დააყენებს - ფლანგებიდან მირკო ვუჩინიჩი და ფაბიო კვალიარელა შეუტევენ, ცენტრფორვარდად კი ალესანდრო მატრი გაირჯება. წესით, "მილანს" უფრო უნდა გაუჭირდეს სიცილიაში, ვიდრე "იუვეს" საკუთარ არენაზე, მაგრამ რას გაიგებ... უმჯობესია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
იტალია. სერია A. XXVI ტური
3 მარტი
პალერმო-მილანი 21.00
დისკვალიფიკაცია: ბალცარეტი - მექსე.
ტრავმა: სილვესტრი, ერნანდესი, ბაჩინოვიჩი - პატო, მაქსი ლოპესი, ბოატენგი, მერკელი, შტრასერი, ზეედორფი, აკვილანი, კასანო, გატუზო, ნესტა.
იუვენტუსი-კიევო 23.45
დისკვალიფიკაცია: პეპე, ვიდალი - პელისიე.
ტრავმა: მარონე - გულანი, მორერო.
4 მარტი
პარმა-ნაპოლი 15.30
დისკვალიფიკაცია: ლუკარელი, ვალიანი - არონიკა.
ტრავმა: ფლოკარი, გობი (პარმა).
რომა-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: ოსვალდო, გაგო, კასეტი (რომა).
ტრავმა: ბურდისო - ლულიჩი, რადუ, კონკო, ძაური, როკი, ბროკი, სტანკევიჩუსი, ცანა.
ბოლონია-ნოვარა 18.00
ტრავმა: ლორია - ლუდი, იენსენი, მარიანინი.
ფიორენტინა-ჩეზენა 18.00
დისკვალიფიკაცია: ოლივერა - ლაურო, გუანა.
ტრავმა: კროლდრუპი, ხარჯა - ფონ ბერგენი.
ლეჩე-ჯენოა 18.00
ტრავმა: გროსმიულერი, ოდო - ანტონელი, ბოვო, ჯილარდინო.
სიენა-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: კანინი (კალიარი).
ტრავმა: ბრკიჩი, ბელმონტე, ბოლცონი, დაგოსტინო, რეჯინალდო - კოსუ, პინილია, ელ ქაბირი, სამპაიო, ერიკსონი.
უდინეზე-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: პელუზო (ატალანტა).
ტრავმა: ბადუ, ისლა - კაპელი, ლუკინი.
ინტერი-კატანია 23.45
დისკვალიფიკაცია: კასტაინოსი (ინტერი).
ტრავმა: მაიკონი, გუარინი, ალვარესი, რანოკია - კამპანიოლო, პოტენცა.
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 25 15 6 4 49-22 51
2. იუვენტუსი 24 13 11 0 37-15 50
3. უდინეზე 25 13 6 6 37-23 45
4. ლაციო 25 13 6 6 39-29 45
5. ნაპოლი 25 10 10 5 42-24 40
6. რომა 25 11 5 9 38-31 38
7. ინტერი 25 11 3 11 34-34 36
8. პალერმო 25 10 4 11 39-39 34
9. კატანია 24 8 9 7 32-33 33
10. კიევო 24 8 6 10 19-29 33
11. ატალანტა 25 9 10 6 30-28 31
12. კალიარი 25 7 10 8 23-25 31
13. ჯენოა 25 9 4 12 33-48 31
14. პარმა 24 7 8 9 29-37 29
15. ფიორენტინა 24 7 7 10 23-25 28
16. ბოლონია 24 7 7 10 24-29 28
17. სიენა 25 6 8 11 27-28 26
18. ლეჩე 25 6 6 13 28-40 24
19. ნოვარა 24 3 8 13 20-43 17
20. ჩეზენა 24 4 4 16 16-38 16
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
18 - დი ნატალე (უდინეზე); 15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), კავანი (ნაპოლი), დენისი (ატალანტა); 14 - პალასიო (ჯენოა); 12 - კლოზე (ლაციო), მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).