თუმცა, უკვე აქტუალურია და ამაზე "კორიერე დელო სპორტში" გავრცელებული ცნობა მოწმობს - ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, 25 წლის ფორვარდით "ჩელსის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი და ნეაპოლელებს სარფიან წინადადებას უმზადებენ.
თუმცა, თავად ფეხბურთელს "ნაპოლიში" სურს დარჩენა და ამის შესახებ მან "რაი სპორთან" საუბარში განაცხადა:
"შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ფეხბურთს ფულის გამო ნამდვილად არ ვთამაშობ და არც არასდროს მითამაშია. სპორტის უპირველესი სახეობა ფანატიკურად
ამიტომ, "ნაპოლიდან" წასვლას არ ვაპირებ და მსურს, რომ ამ გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო. ნეაპოლში ცხოვრება იოლი არაა, მაგრამ ეს არ მაშინებს და საკუთარ თავზე მუშაობას ერთი წამითაც არ ვწყვეტ".
კავანიმ ბავშვობის კუმირზე ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:
"ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი გაბრიელ ბატისტუტა იყო და ყოველთვის მსურდა, რომ მისთვის მიმებაძა. მასთან გარკვეულ მსგავსებას ყოველთვის ვხედავდი და ალბათ, ამიტომაც ვგულშემატკივრობდი.
ჩემი თაობის ყველა ურუგვაელი მოთამაშე ენცო ფრანჩესკოლის ბაძავდა, მე კი სწორედ ბატისტუტაზე მქონდა სწორება. არგენტინელი საოცარი ნიჭის ფეხბურთელი გახლდათ, მას მარტოს შეეძლო თამაშების მოგება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"