ახალი კონტრაქტი ზლატან იბრაჰიმოვიჩს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორიოდე დღის წინ, "მილანის" მესვეურები ზლატან იბრაჰიმოვიჩის პირად აგენტს, მინო რიოლას შეხვდნენ და მას კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს.

ზლატანს მილანურ გრანდთან 2014 წლამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და წელიწადში 9 მილიონ ევროს იღებს, ახალი გარიგების თანახმად კი "როსონერიში" 2016 წლამდე დარჩება და ბოლო ორი სეზონი 10 მილიონ ევროს აიღებს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა გვაუწყებს, რიოლა კმაყოფილი დარჩა ადრიანო გალიანის შეთავაზებით და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კონტრაქტი უმკლეს დროში გახანგრძლივდება. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ მაინც და დაველოდოთ
მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული