"მილანი" ფონს გასვლას თავისი მოთამაშეების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ახერხებს. მძიმე წუთებში გუნდს მხსნელებად იბრაჰიმოვიჩი და ბოატენგი ევლინებიან ხოლმე.
"იუვენტუსი" უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს. "ბებერ ქალბატონის" თამაშის სტილი უფრო დაბალანსებული და კომპაქტურია. ფეხბურთელები მწვრთნელს ენდობიან და მის მითითებებით მოქმედებენ.
"მილანთან" შედარებით "იუვენტუსს" მცირე უპირატესობა აქვს. "მილანს" გულისყური ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლისკენაც აქვს მიმართული, "იუვენტუსს" კი ევროთასები არ ანაღვლებს",