ჯოვანი ტრაპატონი: "იუვენტუსს" "მილანთან" შედარებით მცირე უპირატესობა აქვს

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა ჯოვანი ტრაპატონიმ განაცხადა, რომ ამ სეზონში სკუდეტოს ორი მთავარ მაძიებელს, "მილანსა" და "იუვენტუსს" ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული თამაშის სტილი აქვთ.

"მილანი" ფონს გასვლას თავისი მოთამაშეების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ახერხებს. მძიმე წუთებში გუნდს მხსნელებად იბრაჰიმოვიჩი და ბოატენგი ევლინებიან ხოლმე.

"იუვენტუსი" უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს. "ბებერ ქალბატონის" თამაშის სტილი უფრო დაბალანსებული და კომპაქტურია. ფეხბურთელები მწვრთნელს ენდობიან და მის მითითებებით მოქმედებენ.

"მილანთან" შედარებით "იუვენტუსს" მცირე უპირატესობა აქვს. "მილანს" გულისყური ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლისკენაც აქვს მიმართული, "იუვენტუსს" კი ევროთასები არ ანაღვლებს",
- განაცხადა ტრაპატონიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული