"ბურთს, რომლითაც ვთამაშობდით, ჩემთვის წავიღებ, თანაგუნდელებს კი ვთხოვ ავტოგრაფები წამიწერონ", - ღმილით თქვა იბრაჰიმოვიჩმა, - სერიოზულად კი ვიტყვი, რომ ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომელშიც ძალიან კარგად ვითამაშეთ და დიდი ანგარიშით გამარჯვება მოვახერხეთ. ასევე უნდა განვაგრძოთ".
აღსანიშნავია, რომ სერია A-ს კლუბთაგან ინრაჰიმოვიჩმა ყველაზე მეტი, 10 გოლი სწორედ "პალერმოს" გაუტანა. შვედისგან "დაზარალებულთა" სიაში მეორე ადგილზე "პარმაა", 9 გაშვებული გოლით.