ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ბურთს, რომლითაც ჰეთ თრიქი შევასრულე, შევინახავ

AutoSharing Option
"მილანის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "პალერმოსთან" (4:0) მატჩის შემდეგ, რომელშიც ჰეთ თრიქი შეასრულა, კმაყოფილება არ დაფარა.

"ბურთს, რომლითაც ვთამაშობდით, ჩემთვის წავიღებ, თანაგუნდელებს კი ვთხოვ ავტოგრაფები წამიწერონ", - ღმილით თქვა იბრაჰიმოვიჩმა, - სერიოზულად კი ვიტყვი, რომ ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომელშიც ძალიან კარგად ვითამაშეთ და დიდი ანგარიშით გამარჯვება მოვახერხეთ. ასევე უნდა განვაგრძოთ".

აღსანიშნავია, რომ სერია A-ს კლუბთაგან ინრაჰიმოვიჩმა ყველაზე მეტი, 10 გოლი სწორედ "პალერმოს" გაუტანა. შვედისგან "დაზარალებულთა" სიაში მეორე ადგილზე "პარმაა", 9 გაშვებული გოლით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული