ანტონიო კონტე: ფანები კი არ უნდა დაგვცინოდნენ, არამედ უნდა ამაყობდნენ ჩვენით

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იტალიის ჩემპიონატში "კიევოსთან" (1:1) 26-ე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

"გამიკვირდა, როცა ჩვენი გულშემატკივრების დაცინვა გავიგონე. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან დავიწყეთ ამ სეზონში და რას მივაღწიეთ. ვფიქრობ, გულშემტკივრებს შეუძლიათ ჩვენით იამაყონ.

ზაფხულში საუბრობდნენ, რომ ასეთი შემადგენლობით გუნდი მხოლოდ მეექვსე ადგილისთვის თუ იბრძოლებდა.

გუნდმა უნდა მოუმატოს. დღეს ბევრი კლუბი არსებობს, რომელიც "იუვენტუსზე" უფრო ორგანიზებულია. ვალდებულნი ვიყავით "კიევოსთვის" მოგვეგო.

ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯებით მოედანზე და შესაძლოა ამან ფეხბურთელების დაღლა გამოიწვია. "კიევოსთან" ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯეთ და მეტოქეს კონტრშეტევების
განხორციელების უფლება მივეცით, რაც ნამდვილად არ მომეწონა", - განაცხადა კონტემ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე ანიავე შენ ქულები და ჩვენი მილანი სკუდეტოს მოიგებს,არ დაგცინებ მიხარია პირიქით
super-pipo
21:39 04-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული