ალბერტო აკვილანიმ საერთო ჯგუფში ივარჯიშა

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა ალბერტო აკვილანიმ ტრავმა მოიშუშა, რომელიც იანვრის დასაწყისში მიიღო.

ფეხბურთელი მილანელთა გუნდის საერთო ჯგუფში ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, რომ აკვილანი "ლივერპულიდან" "როსონერიში" იჯარის წესით გადავიდა. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

იმისთვის, რომ აკვილანი "მილანის" ფეხბურთელი გახდეს, მან მილანური კლუბის მაისურით 25 მატჩი უნდა ჩაატაროს.

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული