ფეხბურთელი მილანელთა გუნდის საერთო ჯგუფში ვარჯიშობდა.
შეგახსენებთ, რომ აკვილანი "ლივერპულიდან" "როსონერიში" იჯარის წესით გადავიდა. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
იმისთვის, რომ აკვილანი "მილანის" ფეხბურთელი გახდეს, მან მილანური კლუბის მაისურით 25 მატჩი უნდა ჩაატაროს.
მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით