იტალია. სერია A. XXVI ტური: ისევ მსაჯები, ისევ სკანდალი...

AutoSharing Option
ვიდეო
ტური შაბათის ორი მატჩით დაიწყო, რომლებშიც ჩემპიონატის ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა. წინასწარი პროგნოზით, "მილანს" ურთულესი მატჩი უნდა ჰქონოდა სიცილიაში, "იუვენტუსი" კი "კიევოსთან" საშინაო თამაშში უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა...

რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, "მილანმა" უპრობლემოდ დაამარცხა "პალერმო". აი, "იუვემ" კი...

* * *
თუმცა ჯერ "რენცო ბარბერაზე" გადავინაცვლოთ, სადაც შინ შესანიშნავად მოასპარეზე "პალერმომ" მილანს" უმასპინძლა. ბევრისთვის მოულოდნელად შეხვედრის ბედი პირველ 35 წუთში გადაწყდა და ამაში მთავარი "დამნაშავე" ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლავთ. შვედმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, დაბრუნდა და მეტოქეს ერთბაშად სამი ბურთი მიართვა.

დიახ, ზლატანმა 35
წუთში ჰეთთრიკი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ "მილანისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. პირველი გოლი იბრამ რობინიოს პასის შემდეგ გაიტანა, სკანდინავიელი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და უძლიერესი დარტყმით ემილიანო ვივიანოს შანსი არ დაუტოვა - 1:0.

მეორე გოლი კიდევ უფრო ეფექტური გამოდგა - სიცილიელთა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ მილანელებმა კონტრიერიში ელვისებურად განავითარეს. მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი ისევ იბრამ მიიღო, თითქოს მარჯვნივ რობინიოსთვის უნდა გაეკეთებინა პასი, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო, ერთი მეურვე ოსტატურად მოატყუა და მარცხენა ფეხით უზუსტესად დაარტყა - 2:0.

მესამე გოლი ზლატანმა 35-ე წუთზე გაიტანა. საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, ასწია თავი, დაარტყა და მეკარისაგან მარცხენა კუთხე დალაშქრა - 3:0.

მეოთხე გოლი მილანელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს, ტიაგო სილვამ თავური დარტყმით დალაშქრა ვივიანოს კარი და 4:0...

მილანელებს კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდათ და შეეძლოთ უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგოთ - რაც უნდა გასაკვირი იყოს, სიცილიელთა რიგებში საუკეთესო მოთამაშე კიპერი ვივიანო გახლდათ და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მაგალითად ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოკერი არ შეასრულა. ერთი სიტყვით, "მილანმა" უპრობლემოდ გაიმარჯვა, რამაც მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილებით აავსო:

"შესანიშნავად ვითამაშეთ და თქმა არ სჭირდება, რომ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ვგრძნობ, რომ ეს მოგება შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს სკუდეტოსთვის ბრძოლაში. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, როგორ ითამაშებს "იუვენტუსი" - უკვე "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის პაექრობაზე ვარ გადართული".

* * *
ალეგრიმ კი თქვა, "იუვეს" თამაში არ მაინტერესებსო, მაგრამ ვეჭვობთ, რომ ტურინული გრანდისა და "კიევოს" დაპირისპირებას დიდი ინტერესით მიადევნა თვალი - თამაში კი ფრედ დასრულდა და ამ ფრემ, პირველ რიგში, სწორედ "მილანის" წისქვილზე დაასხა წყალი.

არადა, თამაში მასპინძელთა გააფთრებული იერიშებით დაიწყო და ამ ყველაფერმა შედეგი მალევე გამოიღო - მე-18 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ანდრეა პირლომ სტანდარტულიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააგდო. პირველი დარტყმა "კიევოს" კიპერმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას პაოლო დე ჩელიემ დაასწრო და გახსნა კიდეც ანგარიში - 1:0.

მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ მეორე ნახევარში ვერონელები გამოცოცხლდნენ, აქტიურად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს - მარცხენა ფრთიდან იერიშში დრამე ჩაერთო, მეკარისაგან შორეულ კუთხეში დაარტყა, ბურთი კარის ხაზის სიახლოვეს მყოფ ლეინარდო ბონუჩის მოხვდა და ისე გაეხვა ბადეში - 1:1.

მატჩის შემდეგ ანტონიო კონტე ემოციური გახლდათ:

"არავინ იფიქროს, რომ კრიზისი გვაქვს და პოზიციების დათმობას ვაპირებთ. პირიქით, წინ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშებია და დარწმუნებული იყავით, რომ საუკეთესო "იუვე" ჯერ კიდევ არ გინახავთ. ჩვენ კუდეტოსთვის ვიბრძოლებთ, აუცილებლად ვიბრძოლებთ".

* * *
როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა რომაული დერბი, რომელიც "ლაციოს" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა - 2:1. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: "მილანი"-"იუვენტუსის" მატჩის მსგავსად, აქაც მთავარი მოქმედი პირი მატჩის არბიტრი გახლდათ...

ჯერ კიდევ მერვე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მიროსლავ კლოზე მარტენ სტეკელენბურგთან პირისპირ დარჩა. ეს უკანასკნელი ფეხებში ჩაუვარდა გერმანელ ფორვარდს და თერთმეტმეტრიანი აიკიდა... ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ რეფერიმ ჰოლანდიელ კიპერს წითელი ბარათი უჩვენა და "რომა" კაცნაკლული დატოვა.

გაძევება აშკარად გადამეტებული იყო და ვფიქრობთ, არბიტრ ბერგონცის, მაქსიმუმ, ყვითელი ბარათი უნდა ამოეღო ჯიბიდან. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ერნანესმა დაარტყა და დააწინაურა კიდეც თანაგუნდელები.

ლუის ენრიკეს შეგირდთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ და კიდევ უფრო აქტიურად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, რასაც ძალიან მალე ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა - გოლი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა სალი მუნტარის მიერ გატანილ სკანდალურ გოლს, რომელიც "მილანი"-"იუვენტუსის" შეხვედრაში პაოლო ტალიავენტომ და მისმა ლაინსმენმა არ ჩათვალეს... ამჯერად არბიტრები კარგად გაერკვნენ ვითარებაში და დაინახეს, რომ ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი - 1:1.

მეორე ტაიმში "რომას" დაღლა დაეტყო, რამაც განაპირობა კიდეც მატჩის საბოლოო შედეგი - 61-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც საჯარიმოშო ჩაკიდულ ბურთს სტეფანო მაური დაუხვდა და ერთი შეხებით გადაგზავნა სტეკელენბურგის დუბლიორის, ბოგდან ლობონტის კარის ჩარჩოში - 1:2.

ლუის ენრიკემ სცადა მატჩის გადარჩენა, ბოიან კრკიჩი ჩართო თამაშში, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია - "ლაციომ" მეორე დერბიც მოიგო მიმდინარე სეზონში და ყველა სიკეთესთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში.

* * *
"ბიანკოჩელესტეს" წისქვილზე "უდინეზეს" საშინაო ფრემაც დაასხა წყალი. ფრიულელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უტევდნენ მეტოქეს, კარშიც ბლომად დაარტყეს, მაგრამ ბურთმა არაფრით ინება ბერგამოელთა კარის ხაზის გადაკვეთა. საბოლოოდ - 0:0 "უდინეზეს" კონკურენტთა სასარგებლოდ.

* * *
"ნაპოლიმ" ურთულესი გასვლითი მატჩი მოიგო ემილიაში - არადა, არბიტრებმა "პარმა" აშკარად დაჩაგრეს, როდესაც ნეაპოლელთა მეორე და შესაბამისად, გამარჯვების გოლის ეპიზოდში, ესეკილ ლავეციზე მინიმუმ მეტრიანი თამაშგარე ვერ დაინახეს. მოკლედ, მსაჯები XXVI ტურშიც მთავარი მოქმედი პირები გახლდნენ.

იტალია. სერია A. XXVI ტური
პალერმო-მილანი 0:4 (იხილეთ ვიდეო)
პალერმო (4-3-2-1): ვივიანო - პიზანო, მუნიოსი, მანტოვანი, ბარეტო - ბერტოლო (49. აგირეგარაი), მილიაჩო, დონატი - ილიჩიჩი (84. ზაჰავი) - მიკოლი, ბუდანი (59. დელა როკა).
მილანი (4-4-2): აბიატი - აბატე, ბონერა, ტიაგო სილვა, ანტონინი (46. მესბა) - ამბროზინი, მუნტარი, ნოჩერინო, ემანუელსონი (54. ელ შაარავი) - რობინიო (81. ინძაგი), იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (22), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (31), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (35), 0:4 ტიაგო სილვა (58).
კუთხური: 6-10; ჯარიმა: 5-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13(4)-19(12); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 30 000

იუვენტუსი-კიევო 1:1
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი (78. დელ პიერო), ბარცალი (41. ბონუჩი), კიელინი, დე ჩელიე - მარკიზიო (72. კასერესი), პირლო, პადოინი, ჯაკერინი - ვუჩინიჩი, მატრი.
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დრამე, აჩერბი, ანდრეოლი, ფრეი - ბრედლი, სამარკო (64. ჰეტემაი), ლუჩანო (64. მოსკარდელი) - რიგონი - თერეუ, პალოსკი (83. ვაჩეკი).
გოლები: 1:0 დე ჩელიე (18), 1:1 დრამე (76).
გაფრთხილება: დრამე (კიევო).
კუთხური: 12-0; ჯარიმა: 12-6; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9(5)-11(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი:

პარმა-ნაპოლი 1:2
პარმა (3-4-3): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, სანტაკროჩე - მარიგა, გალოპა, ბიაბიანი, მოდესტო, მუსაჩი (64. ვალდესი) - ჯოვინკო, ოკაკა (76. მარკესი).
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - გრავა (36. ფერნანდესი), კანავარო, ბრიტოსი (19. კამპანიარო) - მაჯო, დოსენა, ჯემაილი, გარგანო (60. ინლერი) - ლავეცი, ჰამშიკი - კავანი.
გოლები: 0:1 კავანი (40), 1:1 ძაკარდო (77), 1:2 ლავეცი (86).
გაფრთხილება: ძაკარდო, სანტაკროჩე, მარიგა, მუსაჩი - გრავა, კანავარო, ჯემაილი, ლავეცი.
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 14(4)-9(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 18 000

რომა-ლაციო 1:2 (იხილეთ ვიდეო)
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, ჟუანი (77. ბოიანი), ჰაინცე, ანხელი - სიმპილისიო, დე როსი, პიანიჩი (57. მარკინიო) - ტოტი, ლამელა (9. ლობონტი), ბორინი.
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - სკალონი, ბიავა, დიასი, გარიდო - გონსალესი, ლედესმა - მათუზალემი, მაური (85. ალფარო), ერნანესი (87. დიაკიტე) - კლოზე.
გოლები: 0:1 ერნანესი (10-პენ.), 1:1 ბორინი (16), 1:2 მაური (61).
გაფრთხილება: ჰაინცე, ტოტი, ბორინი, ბოიანი - ბიავა, დიასი, მათუზალემი, მაური.
გაძევება: სტეკელენბურგი (8) - სკალონი (85).
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 26-10; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 7(1)-10(6); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 60 000

ფიორენტინა-ჩეზენა 2:0
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ნატალი, გამბერინი, ნასტასიჩი, კასანი - ლაძარი, მონტოლივო, სალიფუ (46. ვარგასი), პასკუალი - იოვეტიჩი (20. ჩერჩი), ამაური.
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - როსი, მორასი, როდრიგესი, კომოტო - კოლუჩი, სანტანა, პაროლო (79. არიგონი), მარტინიო (69. რენელა) - დელ ნერო (54. მარტინესი), იაკვინტა.
გოლები: 1:0 მორასი (61-საკ. კარში), 2:0 ნასტასიჩი (74).
გაფრთხილება: ლაძარი, ამაური - მორასი, კომოტო.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 17-22; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 11(4)-6(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 18 000

ლეჩე-ჯენოა 2:2
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ტომოვიჩი, მილიონიკო, კაროციერი (71. ესპოზიტო) - კუადრადო (55. ბლაზი), ჯაკომაცი, დელვეკიო, ბერტოლაჩი, ბრივიო - მურიელი, დი მიკელე (77. ბოჟინოვი).
ჯენოა (3-5-3): ფრეი - გრანკვისტი (33. კარვალიო), მორეტი (81. ბელუსკი), კალაძე - როსი, მესტო, კუჩკა, ბიონდინი, იანკოვიჩი (72. კონსტანტი) - პალასიო, სკული.
გოლები: 0:1 სკული (21), 1:1 მურიელი (61), 2:1 ბრივიო (81), 2:2 სკული (86).
გაფრთხილება: ტომოვიჩი, კაროციერი, დელვეკიო, დი მიკელე, მურიელი - კუჩკა, ბიონდინი.
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 6(2)-13(8); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 10 000

სიენა-კალიარი 3:0
სიენა (3-5-2): პეგოლო - ვიტიელო, ტერცი, როსეტინი - დელ გროსო, ჯორჯი, გაცი (75. გონსალესი), ვერგასოლა, ბრიენცა - ბოგდანი (52. კალაიო), დესტრო (68. პარავიჩინი).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, დესენა, ასტორი, არიაუდო - კონტი, ეკდალი (46. იბარბო), ნაინგოლანი - კოსუ (84. ჩეპელინი) - რიბეირო, ნენე (80. ლარივეი).
გოლები: 1:0 ბოგდანი (40), 2:0 კალაიო (85), 3:0 დელ გროსო (82).
გაფრთხილება: გაცი, კალაიო - ასტორი.
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 7(5)-7(2); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 11 000

უდინეზე-ატალანტა 0:0
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა (85. ფერონეტი), პაციენცა, ასამოა, ფერნანდესი, პასკუალე (64. არმერო) - ფაბრინი (53. ფლორო ფლორესი) - დი ნატალე.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მანფრედინი, რაიმონდი, სტენდარდო (24. ფერი), ბელინი - ბრიგი, სკელოტო, კარმონა (36. კაცოლა), ბონავენტურა (76. კაროცა) - მარილუნგო - დენისი.
გაფრთხილება: ფერნანდესი, ფლორო ფლორესი - სკელოტო, მარილუნგო, კაცოლა.
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14(7)-2(0); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 16 000

ბოლონია-ნოვარა 1:0
ბოლონია (4-4-2): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, კერუბინი, პულცეტი (69. კონე) - დიამანტი (88. გარიჩი), მუდინგაი, პერესი, რუბინი - რამირესი (69. აკვაფრესკა), დი ვაიო.
ნოვარა (3-5-2): უიკანი - მორგანელა, ლიზუძო (46. პაჩი), ჩენტურიონი - გარსია, ჯემიტი, პეშე, რადოვანოვიჩი, რიგონი - ჯედა (67. რუბინო), კარაჩოლო (74. პორკარი).
გოლი: 1:0 აკვაფრესკა (83).
გაფრთხილება: კონე, აკვაფრესკა - ლიზუძო, გარსია, რუბინო.
გაძევება: კარაჩოლო (78. ნოვარა)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 22(6)-6(0); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 22 000

ინტერი-კატანია 2:2
ინტერი (4-3-3): ჟულიო სეზარი - ძანეტი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - ფარაონი (46. სნეიდერი), კამბიასო (61. პოლი), პალომბო (61. ობი) - პაცინი, ფორლანი, მილიტო.
კატანია (4-3-3): კარიცო - მოტა, ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე - ალმირონი, ისკო, ლოდი - გომესი (87. ლიამა), ბერგესიო (69. ებაგუა), ბარიენტოსი (76. სეიმური).
გოლები: 0:1 ისკო (19), 0:2 გომესი (38), 1:2 ფორლანი (71), 2:2 მილიტო (80).
გაფრთხილება: სნეიდერი - ისკო.
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12(7)-12(5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 45 000

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 26 16 6 4 53-22 54
2. იუვენტუსი 25 13 12 0 38-16 51
3. ლაციო 26 14 6 6 41-30 48
4. უდინეზე 26 13 7 6 37-23 46
5. ნაპოლი 26 11 10 5 44-25 43
6. რომა 26 11 5 10 39-33 38
7. ინტერი 26 11 4 11 36-36 37
8. კატანია 25 8 10 7 34-35 34
9. პალერმო 26 10 4 12 39-43 34
10. კიევო 25 8 7 10 20-30 34
11. ატალანტა 26 9 11 6 30-28 32
12. ჯენოა 26 9 5 12 35-50 32
13. ფიორენტინა 25 8 7 10 25-25 31
14. ბოლონია 25 8 7 10 25-29 31
15. კალიარი 26 7 10 9 23-28 31
16. სიენა 26 7 8 11 30-28 29
17. პარმა 25 7 8 10 30-39 29
18. ლეჩე 26 6 7 13 30-42 25
19. ნოვარა 25 3 8 14 20-44 17
20. ჩეზენა 25 4 4 17 16-40 16

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
18 - დი ნატალე (უდინეზე), იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 16 - კავანი (ნაპოლი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - პალასიო (ჯენოა); 13 - კლოზე (ლაციო); 12 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

გადადებული მატჩები
7 მარტი: ჩეზენა-კატანია, პარმა-ფიორენტინა, ბოლონია-იუვენტუსი.

მომდევნო ტური
9 მარტი: ნაპოლი-კალიარი, კიევო-ინტერი; 10 მარტი: პალერმო-რომა; 11 მარტი: ნოვარა-უდინეზე, ჯენოა-იუვენტუსი, ატალანტა-პარმა, მილანი-ლეჩე, ჩეზენა-სიენა, კატანია-ფიორენტინა, ლაციო-ბოლონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული