ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მადლობა ადრიანო გალიანის, რომ "ბარსელონას" მომაშორა

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბის ვიცე-პრეზიდენტის ადრიანო გალიანისადმი მადლიერება იმის გამო გამოხატა, რომ თავის დროზე ამ უკანასკნელმა შვედი ფეხბურთელი "ბარსელონადან" იტალიურ კლუბში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ზლატანმა კატალონიურ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებდა.

"გალიანი "ბარსელონას" წარმომადგენლებს შეხვდა და პირდაპირ უთხრა, რომ უჩემოდ იტალიაში არ დაბრუნდებოდა. მან უდიდესი ნდობა გამომიცხადა და მისგან დავალებული ვარ.

ამ ადამიანს უდიდეს პატივს ვცემ და მიყვარს და ვფიქრობ, არა - ცალმხრივად", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული