"მიმდინარე სეზონში "ლაციოსთან" მატჩების თერთმეტი მოთამაშით დასრულება ვერ შევძელით. ცუდი არ იქნებოდა ერთხელ გვენახა, როგორ დასრულდება დერბი თანაბარი შემადგენლობით თამაშისას.
თუმცა არბიტრების მუშაობას არ ვაფასებ, ამიტომ მოედანზე მომხდარ ინციდენტებსაც ყურადღების გარეშე დავტოვებ", - თქვა ლუის ენრიკემ.