"ჩემი პირადი მიზანი - "მილანთან" ერთად უახლოეს ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. თუკი გაგვიმართლებს, ფინალში წელსვე მოვხვდებით. მართალია, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" აშკარად სხვებზე ძლიერები არიან, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განუცხადა ალეგრიმ ინგლისურ პრესას.
შეგახსენებთ, რომ "არსენალისა" და "მილანის" საპასუხო მატჩი 6 მარტს გაიმართება. პირველი თამაში იტალიელებმა 4:0 მოიგეს.