ხავიერ ძანეტი: მილანის" ინტერმა" ხასიათი გამოაჩინა

AutoSharing Option
"შავ-ლურჯების" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ "კატანიასთან" გმირულად შემობრუნებული მატჩისთვის საკუთარი გუნდი შეაქო.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ ვითარდებოდა მატჩში მოვლენები, ქულის მოპოვება უნდა გვიხაროდეს.

ორი ბურთის გაქვითვა იოლი არ ყოფილა, რადგან "კატანია" კარგად თამაშობდა. შესვენებისას ჟულიო სეზარმა თავისი სიტყვებით ყველა გმირობისთვის განგვაწყო. უნდა ითქვას, რომ ის ძალიან ყოჩაღია.

წარუმატებლობა ყველას მოგვბეზრდა, დროა გამარჯვებებს დავუბრუნდეთ", - განაცხადა ძანეტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული