ალესანდრო ნესტა შესაძლოა ზაფხულში ტურინის "იუვენტუსში" გადავიდეს

AutoSharing Option
იტალიური პრესა "მილანის" ცენტრალური მცველის, ალესანდრო ნესტას მომავლის შესახებ მოულოდნელ ინფორმაციას აქვეყნებს. ფეხბურთელი, რომელსაც 19 მარტს 36 წელი შეუსრულდება, ზაფხულში შესაძლოა "იუვენტუსის" შემადგენლობაში გადავიდეს.

"ბებერ ქალბატონს" ნესტა აბსოლუტურად უფასოდ ერგება, რადგან "როსონერისთან" მისი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში იწურება და ჯერჯერობით არ გაუგრძელებიათ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე "მილანიდან" "იუვენტუსში" "როსონერის" კიდევ ერთი სიმბოლო, ნახევარმცველი ანდრეა პირლო გადავიდა. ნესტა "მილანში" 2002 წლიდან თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული