"რობინ ვან პერსი "მილანში"? ამაზე ვოცნებობ, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ოცნება არ სრულდება.
რაც შეეხება "არსენალთან" საპასუხო შეხვედრას, ამ დაპირისპირებაში გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერია. ლონდონში მატჩს უკიდურესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
"არსენალი" მაღალი კლასის გუნდია. ამასთან, ლა კორუნიაში 2004 წელს განცდილი მარცხი ჩვენს მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხლობს ("დეპორტივოსთან" შეხვედრაში "მილანმა" სამბურთიანი უპირატესობა გაფლანგა და 0:4 დამარცხდა). ამ ისტორიის გამეორება არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა გალიანიმ.