სილვიო ბერლუსკონი: კრიშტიანო რონალდოს შეძენაზე უარს არ ვიტყოდი

AutoSharing Option
"მილანის" მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით შეიძენდა მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდოს.

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა, სადაც ერთმანეთს "არსენალი" და "მილანი" დაუპირისპირდებიან.

"რონალდოს შეძენაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ მისი ტრანსფერის ფასი რეალობის ფარგლებს არ უნდა სცილდებოდეს, რადგან იტალიაში და მთელ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ოქროს ბურთი დაიმსახურა, თუმცა მის მოსაპოვებლად კლუბის მაისურით ევროპულ არენაზე კარგად უნდა იასპარეზო. იმედი მაქვს, რომ შვედი ჩემპიონთა ლიგაში კარგად ითამაშებს.

"არსენალს" დაცვიდან ვერ ვეთამაშებით, ჩვენს
რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ. "მილანი" ლონდონში გამარჯვების ფიქრით უნდა წავიდეს. გვსურს მთავარი კლუბი არამარტო იტალიაში, არამედ ევროპაშიც ვიყოთ", - თქვა ბერლუსკონიმ.

მომზადებულია Il Processo di Biscardi-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული