ედინსონ კავანი: ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ, მაგრამ რეალობა სხვაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ თავის და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ, თუმცა რეალობა სხვაა. ტურნირში უძლიერესი გუნდები "ბარსელონა" და "რეალი" მონაწილეობენ... იოლი არც "ჩელსისთან" გასვლითი მატჩი იქნება. ისევე კარგად უნდა ვითამაშოთ, როგორც პირველ შეხვედრაში.

მომწონს, რომ დე ლაურენტისი მენდობა. აქ თამაში მომწონს და ყოველთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას ვცდილობ. მსურს გუნდს უმაღლესი მიზნების მიღწევაში დავეხმარო. ახლა მხოლოდ "ნაპოლიზე" ვფიქრობ და აწმყოთი ვცხოვრობ", - თქვა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული