"მილანის" ნახევარმცველი ჯენარო გატუზო და "ინტერის" მცველი ივან კორდობა B კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზიის მისაღებად კურსებზე ჩაეწერნენ.
ფეხბურთელები კურსებზე 12 მარტიდან 29 აპრილამდე ივლიან. რადგან ორივე ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაში მონაწილეობა მიღებული აქვს, მათ კურსების პრაქტიკული მეცადინეობებისგან გაათავისუფლებენ. მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით