ტურის სიმბოლური ნაკრები
სორენტინო (კიევო) - სანტაკროჩე (პარმა), აჩერბი (კიევო), ტიაგო სილვა (მილანი) - ბრედლი (კიევო), ალმირონი (კატანია), მაური (ლაციო) - სკული (ჯენოა), ვარგასი (ფიორენტინა) - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ფორლანი (ინტერი).
ტურის სიმბოლურ ნაკრებში დიეგო ფორლანი მოხვდა, რომელიც აქამდე მუდმივად კრიტიკის სუბიექტი იყო... ეს უდავოდ აღსანიშნავი მოვლენაა;
ნახევარმცველთა შორის სტეფანო მაურის გამორჩევა შეიძლება, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და დედაქალაქურ დერბიში გამარჯვების გოლი გაიტანა. დაცვაში ტრადიციულად ტიაგო სილვას ვხედავთ, რომელიც ბრწყინვალე იყო "პალერმოსთან" შეხვედრაში და არა მარტო უშუალო მოვალეობების შესრულებისას, შეტევაშიც კი - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ულამაზესი გოლი გაიტანა და სიცილიელთა რბევას წერტილი დაუსვა.
ტურის გმირი
ტურის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელმაც "პალერმოსთან" ჰეთთრიკი შეასრულა. თუმცა იბრას გოლებზე უკვე იმდენი ითქვა და იმდენი დაიწერა, რომ ბევრს ვეღარაფერს დავამატებთ. ამიტომ სიტყვას პირდაპირ ზლატანს გადავცემთ, რომელმაც საკუთარ თამაშს, როგორც ყოველთვის, მაღალი შეფასება მისცა:
"იტალიაში ჰეთ თრიკის შესრულება განსაკუთრებულად რთულია და ძალიან მიხარია, რომ ასე შედეგიანად ვიასპარეზე. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რადგან პრაქტიკულად ყველაფერი გამომივიდა, რისი გაკეთებაც მსურდა. ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში გუნდი ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება, ეს კი ძალიან კარგი ამბავია. მთავარია, ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდნენ და შემდეგ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს".
ტურის ფრაზა
ლუის ენრიკე (რომას მთავარი მწვრთნელი დერბიში წაგების შემდეგ): "კარგი იქნება, თუ ერთხელ მაინც დერბის თერთმეტი ფეხბურთელით ჩავამთავრებთ, რადგან საუკეთესო სამართლიან ბრძოლაში უნდა გამოვლინდეს".
გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).
ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
პალერმო-მილანი 0:4 (XXVI ტური).
ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ჯენოა 5:3 (XIX ტური), ინტერი-პალერმო 4:4 (XXI).
სერიები
მოგება: ნაპოლი - 4 თამაში
წაგება: ჩეზენა - 4
წაუგებლად: იუვენტუსი - 25
მოუგებლად: ჩეზენა, ინტერი - 6
გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 53 გოლი - მილანი; 44 - ნაპოლი; 41 – ლაციო, პალერმო.
საუკეთესო დაცვა: 16 გაშვებული - იუვენტუსი; 22 – მილანი; 23 – უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 16 გოლი - ჩეზენა; 21 – ნოვარა, 22 - კიევო.
უარესი დაცვა: 48 გაშვებული - ჯენოა, 46 - ნოვარა; 43 – პალერმო.
ზუსტი გადაცემები: 14266 - მილანი; 13903 - რომა; 13410 - იუვენტუსი.
კარის მიმართულებით დარტყმები: 459 - იუვენტუსი; 410 - რომა; 400 – ინტერი, მილანი.
კარში დარტყმები: 160 - იუვენტუსი; 147 - მილანი; 130 - ნაპოლი.
ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
18 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 16 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 15 - ხერმან დენისი (ატალანტა); 14 - როდრიგო პალასიო (ჯენოა); 13 - მიროსლავ კლოზე (ლაციო), დიეგო მილიტო (ინტერი).
ასისტენტები:
12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 8 - პაბლო არმერო (უდინეზე); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), რობინიო (მილანი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), ჯიბრილ სისე (ლაციო); 5 - ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).
ზუსტი პასები
1926 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1683 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1588 – ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1501 - ტიაგო სილვა (მილანი); 1489 – რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1477 - დანიელე დე როსი (რომა).
კარის მიმართულებით დარტყმები
112 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 92 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 84 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 81 - ედინსონ კავანი (ნაპოლი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 80 – ფაბრიციო მიკოლი (პალერმო).
კარში დარტყმები
50 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 36 – ედინსონ კავანი (ნაპოლი); 34 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 33 - ხერმან დენისი (ატალანტა), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 28 – მიროსლავ კლოზე (ლაციო), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).
ჯარიმები
62 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 60 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 57 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა), მატია დესტრო (სიენა); 56 - ხუან კუადრადო (ლეჩე), ხერმან დენისი (ატალანტა); 54 - ლუკა მორონე (პარმა), გაბი მუდინგაი (ბოლონია).
ციფრები და ფაქტები
- "ლაციომ" რომაული დერბი ნომინალური სტუმრის რანგში პირველად მოიგო 1997 წლის შემდეგ;
- "ლაციომ" სეზონში ორივე დერბი პირველად მოიგო 1996/97 წლების სეზონის შემდეგ;
- "რომამ" პირველი მატჩი წააგო 2012 წელს "სტადიო ოლიმპიკოზე";
- "ინტერმა" 543-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა, გაუტანა რა "კიევოს";
- "ინტერმა" 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, ეთამაშა რა ფრედ "კიევოს";
- "კატანიას" არასდროს მოუგია "ინტერისთვის" "ჯუზეპე მეაცაზე";
- "პალერმოს" კარში ზლატან იბრაჰიმოვიჩს 10 გოლი აქვს გატანილი. სხვა არც ერთი გუნდის კარი შვედს ამდენჯერ არ დაულაშქრავს;
- "იუვენტუსმა" ბოლო 5 თამაშში 4 ფრედ დაასრულა;
- "კიევოს" მცველმა ბუკარი დრამემ პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში;
- "პარმამ" პირველად წააგო საკუთარ მოედანზე გასული წლის 23 ოქტომბრის შემდეგ;
- "ფიორენტინამ" 3-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, მატია ნასტასიჩმა კი პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში;
- "ლეჩეს" 5 მატჩია, არ წაუგია;
- "ჯენოას" 5 თებერვლის შემდეგ არ მოუგია, 2 ფრე და 3 მარცხი;
- "სიენას" არასდროს წაუგია საკუთარ მოედანზე "კალიარისთან";
თუ ევროპის ლიგის პაექრობასაც გავითვალისწინებთ, "უდინეზემ" მიჯრით მესამე საშინაო შეხვედრა დაასრულა ნულოვანი ფრით;
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 26 16 6 4 53-22 54
2. იუვენტუსი 25 13 12 0 38-16 51
3. ლაციო 26 14 6 6 41-30 48
4. უდინეზე 26 13 7 6 37-23 46
5. ნაპოლი 26 11 10 5 44-25 43
6. რომა 26 11 5 10 39-33 38
7. ინტერი 26 11 4 11 36-36 37
8. კატანია 25 8 10 7 34-35 34
9. პალერმო 26 10 4 12 39-43 34
10. კიევო 26 9 7 10 22-31 34
11. ატალანტა 26 9 11 6 30-28 32
12. ჯენოა 26 9 5 12 35-50 32
13. ფიორენტინა 25 8 7 10 25-25 31
14. ბოლონია 25 8 7 10 25-29 31
15. კალიარი 26 7 10 9 23-28 31
16. სიენა 26 7 8 11 30-28 29
17. პარმა 25 7 8 10 30-39 29
18. ლეჩე 26 6 7 13 30-42 25
19. ნოვარა 25 3 8 14 20-44 17
20. ჩეზენა 25 4 4 17 16-40 16
შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა
მომდევნო ტური
9 მარტი: ნაპოლი-კალიარი, კიევო-ინტერი; 10 მარტი: პალერმო-რომა; 11 მარტი: ნოვარა-უდინეზე, ჯენოა-იუვენტუსი, ატალანტა-პარმა, მილანი-ლეჩე, ჩეზენა-სიენა, კატანია-ფიორენტინა, ლაციო-ბოლონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"