"ნოვარას" ატილიო ტესერი დაუბრუნდა

AutoSharing Option
უცნაური ამბავი გავრცელდა გუშინ იტალიურ სპორტულ პრესაში, რომელიც შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა - "ნოვარას" მესვეურებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ემილიანო მონდონიკო გაათავისუფლეს და მის ნაცვლად გუნდი ატილიო ტესერს ჩააბარეს.

უცნაური კი ის გახლავთ, რომ მონდონიკო სულ რაღაც 37 დღის წინ ჩაუდგა "ნოვარას" სათავეში და მაშინ სწორედ ტესერი ჩაანაცვლა.

ძნელია ასეთ გადაწყვეტილებას ლოგიკური ახსნა მოუძებნო, მაგრამ, როგორც ჩანს, "ნოვარას" მესვეურებს ტესერის მიმართ ნოსტალგია მოეძალათ - ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამ მწვრთნელთან არის დაკავშირებული გუნდის ბოლოდროინდელი აღმასვლა. შეგახსენებთ, რომ ატილიო ტესერის თავკაცობით, "ნოვარამ" ორ
წელიწადში განვლო გზა ლიგა პრო-დან სერია A-მდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული