ანდრე ვილაშ ბოაში ჟოზე მოურინიოს კვალზე?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ანდრე ვილაშ ბოაში "ჩელსიდან" დაითხოვეს, იტალიურ სპორტულ პრესაში არ წყდება საუბრები მისი "ინტერში" შესაძლო დანიშვნის შესახებ.

ამ საკითხზე კომენტარი მილანური გრანდის სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკების დაწყება დღის წესრიგში არ დგას. თუმცა აპენინელი ჟურნალისტები თავისას არ იშლიან და აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით, ზაფხულში მილანურ გრანდს სწორედ ანდრე ჩაუდგება სათავეშიო.

"კორიერე დელო სპორტი" კიდევ უფრო წინ წავიდა და სანდო წყაროზე დაყრდნობით, მხარეთა შეთანხმების შესახებ გაავრცელა ცნობა.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ვილაშ ბოაში "ინტერთან"
2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული