ლუის ენრიკე: რომში ვრჩები!

AutoSharing Option
"დერბი დელა კაპიტალე" "რომასთვის" ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა - ერთი, რომ გუნდი ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან დამარცხდა და მეორე - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა. დიახ, მირალემ პიანიჩმა კუნთის ტრავმა მიიღო და ექიმთა დასკვნით, მინიმუმ სამი კვირით მოუწევს უქმობა.

ამასობაში დაირხა ხმები ლუის ენრიკეს შესაძლო გათავისუფლების შესახებ და ისიც ითქვა, რომ ესპანელი სპეციალისტი შესაძლოა "ჩელსის" ყოფილმა თავკაცმა ანდრე ვილაშ ბოაშმა ჩაანაცვლოს.

თუმცა თავად ენრიკემ მოვლენათა ამგვარი განვითარება კატეგორიულად გამორიცხა:

"კლუბის ხელმძღვანელობა ბოლომდე მენდობა და ვიცი, რომ არაფერი მემუქრება. მშვიდად ვმუშაობ და ვცდილობ, რომ
პრობლემები მალე აღმოვფხვრა და გუნდის თამაში დავასტაბილურო. სწორედ ამაზეა ჩემი ფიქრები კონცენტრირებული და არა იმაზე, დავტოვებ თუ არა "რომას" სეზონის ბოლოს. არსად წასვლას არ ვაპირებ, წინ დიდი გეგმები მაქვს და ეს გეგმები "რომას" უკავშირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული