ჰამშიკს მოქმედი ხელშეკრულება მალე უმთავრდება. ახალი შეთანხმების თანახმად ჰავბეკი ნეაპოლურ კლუბში 2016 წლამდე ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 36 მილიონ ევროდაა შეფასებული. ჰამშიკის გადაბირებით იტალიის, ესპანეთისა და ინგლისის წამყვანი კლუბები არიან დაინტერესებული.